We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჰეთთრიქი 20 წლისაა - რატომ ვთამაშობთ ჰეთთრიქს !? - ნაწილი 2

წინა სტატიაში (20221), შემოგთავაზეთ უხუცესი ქართველი მენეჯერების პასუხები შეკითხვაზე "ამდენი წლის შემდეგ ჯერ კიდევ თამაშობთ ჰეთთრიქს, რატომ ?".
ამ სტატიაში იხილავთ პასუხს იმავე შეკითხვაზე, მხოლოდ შედარებით უფრო "ახალგაზრდა" მენეჯერებისგან.

ქართველი გუნდების სია და მათი შექმნის თარიღები შეგიძლიათ ნახოთ აქ -> (20212)

irakli1987 - "F.C-Kekhidjvari" (1903366) - 22.02.2009:

მთავარი მიზეზი ის თუ რატომაც ვთამაშობ ამ თამაშს, არის ის რომ სხვა მენეჯერ-თამაშებისგან განსხვავებით მიახლოვებულია რეალობას. მაგაში ვგულისხმობ იგივე ბაზებს, საიდანაც რენდომ პრინციპით მოგყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები. და რაც მთავარია რეალობასთან მიახლოვებული ისეთი დეტალის გამო, როგორიც არის ეროვნული ნაკრები და ასაკობრივი ნაკრები. გარდა მაგისა რეგიონები სადაც მოღვაწეობ. ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდული აკადემია. ჩემთვის რეალობასთან მიახლოვებულია მეტნაკლებად და მაგის გამო მომწონს ეს თამაში.


zura79 - "MANCHESTER.UNITED1979" (1986339) - 09.08.2009:

ძალიან მაგარი თამაშია და ვეცდები სულ ვითამაშო. ერთადერთი, რაც ცოტათი არ მომწონს ფეხბურთელები ძალიან ნელა ვითარდებიან.


antigio - "Wolfs-Rustavi" (1987901) - 05.09.2009:

ყველა თამაში მალე მომბეზრდა გარდა ჰეთრიკისა, ალბათ საიდუმლო იმაშია რომ ყოველ წელს სხვადასხვა შემართებით, ტაქტიკით და სხვადასხვა გუნდებთან დაპირისპირება უფრო მრავალფეროვანს და ხალისიანს ხდის.


natro21 - "F.C KuTaisi" (1987995) - 07.09.2009:

პირველი – იმიტომ ვთამაშობ, რომ დიდხანს ჯდომა და თამაშზე დიდი დროს დახარჯვა არ მიწევს. მეორე – იმიტომ, რომ მწვერვალზე ასვლა ადვილი არ არის და ალბათ ამიტომაც არის ასე დიდი ხანი რომ მოვუნდი თამაშს. მესამე – ის არის, რომ თავიდან არ ვიცოდი როგორი ტაქტიკა უნდა დამესახა და რა უნდა გამეკეთებია. მეოთხე იმიტომ, რომ შეიძლება არც ეხლა ვიცოდე ბევრი რამ, მაგრამ უბრალოდ მსიამოვნებს ამის თამაში და მინდა უმაღლეს ლიგაში მაინც ვითამაშო რომ გამოვცადო ჩემი თავი. მეხუთე – ალბათ მაგიტომაც ვთამაშობ ამდენი ხანი რომ ჯერ ვერაფერსაც ვერ მივაღწიე :))))))


baxala - "ochamchiris amirani" (1987420) - 14.09.2009 :

უმაღლესი და ლიგის თასი უნდა დავდო ერთად, ანუ დუბლი :) ისე ადრე უფრო ინტერესი იყო, დივიზიონი აქტიურობდა , ფორუმები და რამე. ამ ბოტებს თუ ეგრევე გაყრიან დივიზიონიდან ქვედა ლიგებში უფრო საინტერესოს გახდის თამაშებს.


LA-Nika_Kvrivishvili- "FC Manchester United" (1987361) - 17.09.2009:

რატო ვთამაშობ ჯერ კიდე და რამდენიმე მიზნის მიღწევა მქონდა დასახული და ჯერ მარტო ერთი შევასრულე სამწუხაროდ, ესეგი უმაღლესის მოგება მინდა, თასის მოგება, ახალგაზდრულის და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელობა მინდა და კომუნის წევრობა მინდოდა და კი ვარ უკვე.


Levaan - "Gulebi" (1987093) - 11.10.2009:

ჰეთთრიქში ყოველი შემოსვლისას მახსენდება ყველა ის სასიამოვნო ემოცია, რაც კი არის მასთან ჩემთვის დაკავშირებული. ახლაც მახსოვს ის დღე, როდესაც დავრეგისტრირდი, როდესაც პირველად მოვიგე დივიზიონი, როდესაც პირველად მოვიგე ახალგაზრდული ლიგა, როდესაც პირველ ადგილზე ვიყავი უმაღლესში და სხვა ბევრი დიდი თუ პატარა მიღწევა. მაგრამ, ყველაზე მეტად, ჰეთთრიქი ჩემთვის იმ ადამიანების გამოა ძვირფასი, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი და ვთამაშობ. ის ატმოსფერო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო ქართულ კომუნაში, ის სასიამოვნო შეხვედრები და ჭეშმარით ჰეთთრიკზე საუბარი ყოველთვის ფასეული იქნება ჩემთვის. და რა თქმა უნდა, ვთამაშობ მომავალი წარმატების იმედით და მჯერა, რომ გულებს წინ კიდევ ბევრი ტიტული ელოდებათ. კიდევ ერთხელ მადლობა, გამახსენე ბევრი კარგი რაღაცები. . .


Mod-Bekaa- "Meteori" (1987196) - 14.10.2009:

ეს თემა გამახსენდა და ჩემი მაშინდელი პოსტი. მოდერატორი არ ვიყავი მაშინ (14662024.60) (გადახედეთ, ბევრი საინტერესო რამე წერია). ჰეთთრიკს იმიტომ ვთამაშობ, რომ მიყვარს ფეხბურთის მენეჯერი თამაშები. განსაკუთრებით ისეთი სადაც ჩემით ვქმნი გუნდს და ფეხბურთელებსაც. ჰეთთრიკი სწორედ ისეთი თამაშია სადაც ამის საშუალება მაქვს. დროის მდინარება როგორც რეალურ ცხოვრებაში, ჰეთთრიკშიც არსებობს. აქაც ფეხბურთელთა თაობები ერთმანეთს ცვლის. ეს თამაში დაუსრულებელია. ამიტომ არასდროს გამინელდება ჰეთთრიკის მიმართ ინტერესი და ვითამაშებ მანამ სანამ ეს თამაში იქნება და სანამ მე ვიქნები :)) რატომ ვთამაშობ ამ თამაშს კიდევ? ეს ისეთივე კითხვაა რატომ ვცხოვრობთ სიკვდილამდე :დ კიდევ მთავარი პლიუსი: ოლაიზოლას პოსტი: " ერთ-ერთი სერიოზული პლიუსი რაც ამ თამაშს აქვს არის ის რომ ბევრი დრო არ ჭირდება გუნდის მართვას. განსხვავებით სხვა ონლაინ თამაშებისგან რომლებიც მართლა ნარკოტიკივითაა და მოითხოვს რამის სულ საიტზე ყოფნას რათა ძლიერი იყო.". ძალიან ხშირად გამომიყენებია ეს პლიუსი ლოკალურ ამბავში რეკლამირებისას :)


mereli - "imereti" (1986966) - 23.10.2009:

2009 წელს რომ დავიწყე თამაში 2 წელი აქტიურად ვთამაშობდი, ვსწავლობდი რა და როგორ უნდა მექნა და ძალიან მომწონდა ეს თამაში. შემდეგ ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, ტვინი აღარ მიმუშავებდა რამოდენიმე თვე და გადავწყვიტე სავარჯიშო ფეხბურთელები მეყიდა. იოლი იყო კვირაში თუნდაც ერთი-ორჯერ შემოსვლა 10 წუთით. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამდენი ნაწვალები და ნაშრომი არ მინდა წყალში ჩამეყაროს, ამიტომ შემოვდივარ იშვიათად და დავხედავ ჩემ ბიჭებს როგორ ვარჯიშობენ, მწვრთნელს ხომ აგინებენ და ა.შ. :)) ვინ იცის, ალბათ მომავალისკენ ისევ ავაწყო ნორმალური გუნდი და სადამდეც პოროხი მეყოფა შევუტიო ლიგებს :)


vakeli - "koknara" (1986628) - 22.12.2009:

მიყვარს ფეხბურთი და ვოცნებობ საკთარი გუნდის ყოლაზე.


GM-Nerzul - "Farakheti" (1986780) - 26.12.2009:

შემიყვარდა ეს თამაში და თითქმის ყოველდღიურობად მექცა, მივეჩვიე და თან კარგ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. :) პ.ს. თან აუსრულებელი ოცნება მაქვს და სანამ არ მივაღწევ არ შევეშვები ამ თამაშს! :) ჩვენი ქვეყნის რომელიმე ნაკრები რომ გახდეს მსოფლიო ჩემპიონი! :)


svani1989 - "BARCELONA_mestia" (1987135) - 26.01.2010:

ფეხბურთის სიყვარული პირველ რიგში. მეორე კი ალბათ ის , რომ ფულით უპირატესობას ვერ მოიპოვებ და მესამე კიდე ის, რომ ჩემპიონთა ლიგის პონტი რომ იყო მომეწონა ეგ. ანუ ან თასი რომ უნდა მოიგო, ან კიდე უმაღლესი. ეს იყო მგონი რატომაც თავიდან მომეწონა


cxvedo - "Georgian Legends" (1987769) - 03.03.2010:

მენეჯმენტის პონტში მევასება 0დან დაწყება და რაღაცის შექმნა, ლაივში თუ არ გამომდის ჯერ-ჯერობით, აქ ვახდენ რეალიზაციას..... ესე იგი ჩემში არაა პრობლემა :D.. თან ფეხბურთია რა..:D


LA-Abula - "FC Saburtalo" (1986610) - 07.03.2010:

პასუხი მარტივია, ჰეთთრიქი ჩემი ცხოვრებაა. უბრალოდ მოწამლული ვარ ამ თამაშით ფაქტი სახეზეა უკვე 7 წელია ვთამაშობ და უკვე ჰეთთრიქის გუნდის წევრიც ვარ რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო მიყვარს ეს თამაში :D


odo_7 - "Mes Que Un Club.." (1987746) - 02.04.2010:

იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თამაშია, სინამდვილესთან მიახლოებული, მაგალითად ძალიან ჰგავს ვარჯიშის დაგეგმვა რეალობაში არსებულს, ასევე ფინანსების გათვლა რათა შეიძინო ახალი ფეხბურთელები, გყავდეს კვალიფიციური პერსონალი. ძალიან მომწონს მენეჯერული საქმიანობა და ამ საკითხშიც ჰეტრიკი ძალიან ორგანიზებული თამაშია. მომწონს ტაქტიკის არჩევა თამაშის წინ თითოეულ მოწინააღმდეგესთან, სწორად შერჩეული ტაქტიკით გაცილებით ძლიერი გუნდები დამიმარცხებია. კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ჰეტრიკის თამაშს :)


Metope_ - "FC =Torpedo Kutaisi=" (1987639) - 16.04.2010:

ვერ ვეშვები, მისწორდება ჩემი გუნდი რომ მყავს და ვმენეჯერობ :) თუმცა დიდ დროსაც არ ვუთმობ ამ თამაშს. მაგრამ გუნდს არასოდეს გავაბოტებ ^_^


dataka - "Goali C.F." (1988242) - 09.07.2010:

ძმაკაცებმა ერთად დავიწყეთ, 16 წლისები ვიყავით 2009 თუ არ ვცდები, 2011-დან აღარ ვარ მაქეთ, მარა ისე შეგვიყვარდა ეს თამაში ბაშვობიდანვე ახლა მენანება თავის განებება


Mezvro - "Saburtalo GM" (1987567) - 26.07.2010:

დიდი ხანი მიზანი იყო მოტივატორი - ავსულიყავი უმაღლეს ლიგაში :)) ამ მიზნის მიღწევას კი დრო სჭირდება და ასე შემოვრჩი აქაურობას. შემდეგ მოხდა ისე, რომ მართლაც ავედი უმაღლესს ლიგაში და მივხვდი, რომ დაშვებული შეცდომები არ მომცემს საშუალებას, მივაღწიო საბოლოო მიზანს - ჩემპიონის ტიტულს, რის გამოც სიმართლე გითხრა ცოტა ინტერესი დამეკარგა - ფულის ხელახლა გროვება და გუნდის ახლიდან აწყობა ცოტა არ იყოს მეზარება და ახლა პროცესი ისე თავის ნებაზე, დუნედ მაქვს მიშვებული. მაგრამ არც გუნდს ვაუქმებ, რომ იქნებ რაღაც დროის შემდეგ ეს მოტივაცია დაბრუნდეს და ახალი ენერგიით მივხედო საქმეს. ასეთ ამბებით კი 7 წელი გაილია :)))


serjhanti - "Military_Unit" (1987706) - 25.09.2010:

პასუხი მოკლეა: რადგან უკეთესი ვერაფერი ვნახე.


T_Saba- "Fc_Digomi " (1986951) - 14.10.2010:

საქმე იმაშია რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს როცა დრომაქვს მეთითონაც სიამოვნებით ვთამაშობ მეგობრებში, პლიუს ამას ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი თამაშებს რომელიც მაძლევდა გუნდის მართვის შესაძლებლობას ეს იქნებოდა Fifa თუ სხვა საფეხბურთო სიმულატორი. შემდეგ შემთხვევით გადავაწყდი ამ თამაშს და მაშინვე ჩამითრია, ფორუმის აღმოჩენის შემდეგ ბევრი რამე ვისწავლე და გუნდიც დავაყენე ნორმალური, სიმართლე გითხრა საკმარისი დრო არ მაქვს ამ თამაშისთვის რასაც გამოვნახავ ვცდილობ მაქსიმალურად განვვითარდე, რეალურად კი მენანება რამოდენიმე წლის შრომის მიტოვება და ვაგრძელებ თამაშს :)


sekerieri - "irexy " (1988266) - 26.10.2010 :

ამ ბოლო დროს ძალიან მოვადუნე ყურადღება. ამ ეტაპზე. თამაშს ვაგრძელებ იმ წლების პატივსაცემად, როდესაც ღამეებს ვათენებდი ამ თამაში გამო და ველოდები დროს რომ ისევ დამიბრუნდეს მუღამი :)))


USRobotX - "Tbilis Saint Germain" (1987677) - 06.01.2011:

სიმართლე გითხრა დრო არ მაქვს საერთოდ, მაგრამ რავი ვერ მოვეშვი. ეხლა 2 სეზონით ფულის გროვებას ვაპირებ. რაც შეეხება კითხვას, მასტერსის მოგება მინდა, ქართული გუნდი მინდა რო ერთხელ ავიდეს მწვერვალზე :)


Ginigts - "Bukistsikhe " (1988338) - 10.04.2011:

კარგი თამაშია :) + ბევრ დროს არ მოითხოვს :)


iraklinio - "madridista var" (710648) - 27.04.2011:

იმიტომ რომ ჰეთთრიქი მხოლოდ თამაში არაა, ის ცხოვრების ნაწილი ხდება თუ მუღამი დაუჭირე, აზარტული და ჩამთრევია, ასევე მნიშვნელოვანია კომუნის გავლენაც, მათთან ურთიერთობა და მეგობრობა გმატებს ბევრ რამეს.


Fridon_B - "FT GEORGIA" (1988187) - 20.09.2011:

მთავარი ალბათ იმიტო რო ჯერ კიდე მომწონს ეს თამაში და მუღამიც არ გამქრალა, არ მაკმაყოფილებს ერთი უმაღლესი :) თან მეგობრები და აქ გაცნობილი ხალხი კიდე უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის თამაშს..


-Bakara- - "-F.C TORPEDO-" (1987454) - 17.12.2011:

იმიტომ რომ დიდ დროს არ ითხოვს... და მიუხედავად იმისა რომ მუღამი მაქვს დაკარგული მაინც არ ვანებებ თავს და ველოდები მუღამის დაბრუნებას ეს მთვარი მიზეზია ამ წუთას, ისე კი ამ თამაშის ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის ისაა რომ რეალური ფულით შეუძლებელია უპირატესობის მოპოვება.


oto1993 - "F.C. Pirveli Mercxali" (1986479) - 04.01.2012:

სემიჩკასავითაა თუ დაიწყე ვეღარ ჩერდები :D :D :D


achi_uznadze - "F.C DILA" (1987052) - 14.03.2012:

2012 წელს დავიწყე ჰეთრიკის თამაში მის მერე 5 წელი გადის და ამ თამშის მუღმი ჯერ კიდევ არ გამნელებია :) ნუ ჰეთრიკში რაც მომწონს პირველ რიგში არის ის რომ სხვა მენეჯერი ფულით ან რაიმე სხვა ''თაღლითური'' გიზით შენზე წინ ვერ წავა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული + ჰეთრიკი გაძლევს საშუალებას დაალაგო გეგმები... შეიმუშაო გრძელვადიანი განვითრების გზა :)) ყოველთვის ვოცნებობდი მყოლოდა ჩემი საკუთრი კლუბი, ამ თმაშმა კი ეს ჩემი ოცნება ნაწილობრი დაკმაყოფილა :D ამიტომ შემოვრჩი ამ თამაშს ამდენი წელი და დარწმუნებული ვარ კიდევ დიდხანს დავრჩები ჰეთრიკში :)))


LA-levang - "italianità" (1986483) - 15.03.2012:

ამ თამაშს ამდენ ხანს ალბათ იმიტომ შემოვრჩი, რომ აქაური სოციალური მხარე ძალიან მომწონს და ბევრს ნიშნავს. კიდევ სხვა საფეხბურთო-მენეჯერული თამაშებისგან განსხვავებით ნაკრებების თემაც დიდ უპირატესობას აძლევს ჰეთთრიკს... ნუ ახლა მიზნებზეც თუ ვილაპარაკებ, ალბათ მასტერსის მოგების სურვილიც აჩენს მოტივაციას და სანამ არ მოიგებ, მანამდე სულ გინდა რომ ითამაშო :)


Mr_Juventino1897 - "Juventus_ F.C." (1986421) - 19.07.2012:

ეს უბრალო მენეჯერებული თამაში ხდება შენი ყოველდღიურობა, ის თითქოს სიხლში გაქვს და ვერ იშორებ ძალიანაც რომ სცადო. რომ არ შემოდიხარ დიდხანს, თითქოს რაღაც გაკლია. ვერ ვიტყვი, რომ უმისოდ ვერ ისუნთქვებ, თუმცა შენი ნაწილი ხდება რაღაცნაირად.


Geokapana - "F.C. Apheni " (1987298) - 25.09.2012:

აუ არ ვიცი რატომ ვთამაშობ. ხანდახან მიფიქრია მიტოვება (ძრავის გამო) და დამნანებია. ალბათ იმიტომ რომ სისტემატურად შესვლას არ მოითხოვს და ფულის გამო უპირატესობა არ გენიჭება. თან რაღაც აზარტიცაა.

2017-08-30 11:46:08, 295 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20222]

 
Server 070