ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ჰეთთრიკი - უფასო საფეხბურთო სამენეჯერო თამაში

თქვენ, როგორც საფეხბურთო გუნდის მენეჯერს, დაუვიწყარი თავგადასავალი გელით!

ჰეთთრიქი ორიგინალური ონლაინ საფეხბურთო მენეჯერული თამაშია და ის სრულიად უფასოა. აქ თქვენ აარსებთ საკუთარ კლუბს, აკომპლექტებთ გუნდს საოცნებო ფეხბურთელებით და ეჯიბრებით ასიათასობით რეალურ მოთამაშეს მთელი მსოფლიოდან.

მიიღეთ საკუთარი გუნდი - ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ ტალანტებს!

სტრატეგიული მენეჯერული თამაში

ჰეთთრიქი სტრატეგიული ჟანრის საფეხბურთო თამაშია. თქვენ მოგიწევთ ბრძოლა, რათა დღეს დაამარცხოთ მოწინააღმდეგეები, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, წარმატების მისაღწევად დაგჭირდებათ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. ჰეთთრიქი მოწინავე პოზიციას იკავებს ონლაინ მენეჯერულ თამაშებს შორის, რომელიც 1997 წლიდან არსებობს და მენეჯერებს უნიკალური გამოცდილების მიღებას ჰპირდება!

სათამაშოდ მარტივი

ჰეთთრიქის თამაში ძალიან მარტივია, თქვენ არაფრის ჩამოტვირთვა არ მოგეთხოვებათ და წარმატების მისაღწევად მუდმივად ხაზზე ყოფნაც არ არის საჭირო.

საზოგადოებრივი თამაში

საზოგადოება ჰეთთრიქის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინახულეთ ჩვენი აქტიური ფორუმები და შეიძინეთ მეგობრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
 
Server 071