ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ჰეთთრიქი - საფეხბურთო მენეჯერული თამაში | შეუერთდი უფასო საფეხბურთო სამყაროს 

ჰეთთრიქი - საფეხბურთო მენეჯერული თამაში | შეუერთდი უფასო საფეხბურთო სამყაროს



ონლაინ საფეხბურთო მენეჯერ თამაში - მატჩისათვის ბრძანებების ნახვა

მართეთ გუნდი თქვენთვის სასურველი ტემპით

ჰეთთრიქი სტრატეგიული ჟანრის საფეხბურთო თამაშია, სადაც გუნდის აშენება და მართვა ხანგრძლივი პროცესია. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღიურად შემოხვალთ სათამაშოდ თუ კვირაში ერთხელ - თუ სწორ სვლებს გააკეთებთ, გასაჩემპიონებლად ერთნაირი შანსი გექნებათ!

 
ონლაინ საფეხბურთო მენეჯერ თამაში - ფეხბურთელის ნახვა

ააშენე და ავარჯიშე საკუთარი გუნდი

განავითარეთ გუნდი ვარჯიშის შედეგად. მართეთ ფინანსები. მოძებნეთ ახალი ფეხბურთელები სატრანსფერო ბაზარზე ან გახსენით საკუთარი ახალგაზრდული აკადემია, რათა თავად აღმოაჩინოთ და აღზარდოთ ტალანტები მომავალი ოქროს თაობისთვის.

 
ონლაინ საფეხბურთო მენეჯერ თამაში

დაამარცხეთ მეტოქეები ტაქტიკურ ბრძოლაში

თქვენ შეეჯიბრებით სხვა რეალურ მენეჯერებს ეროვნული ლიგისა და თასის გათამაშებებში. თამაშს იწყებთ დაბალი რანგის დივიზიონიდან და ადიხართ მწვერვალისკენ. სურვილის შემთხვევაში თავადაც შეგეძელებათ საკუთარი ტურნირის ორგანიზება თქვენს მეგობრებთან სათამაშოდ.

 
ონლაინ საფეხბურთო მენეჯერ თამაში

საზოგადოება და აპლიკაციები

საზოგადოებას დიდი ძალა აქვს ჰეთთრიქში! შეუერთდით ჩვენს ფორუმს და შეიძინეთ ახალი მეგობრები მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს თამაშს აქვს შესანიშნავი ოფიციალური აპლიკაცია iOS-სა და ანდროიდის მომხმარებელთათვის! ისევე როგორც, არაოფიციალურ პირთა მიერ შექმნილი სხვა უამრავი დამხმარე პროგრამა.

კლასიკური ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი

ჰეთთრიქი არის ონლაინ საფეხბურთო მენეჯერული თამაში, სადაც თქვენ მოირგებთ გუნდის მენეჯერის როლს და დაგეკისრებათ თქვენი კლუბის მწვერვალებისკენ გაძღოლის მისია! თქვენ მოგიწევთ ყველაფრის განკარგვა: ყიდულობთ და ყიდით ფეხბურთელებს, ადგენთ სავარჯიშო გეგმას, შეიმუშავებთ სათამაშო ტაქტიკას თითოეული მატჩისთვის, რომელსაც ითამაშებთ ეროვნულ ლიგაში და თასზე, როგორებიცაა აშშს პირველობა და US Open Cup.

მატჩის დაწყების დროის დადგომისთანავე, ჩვენ მოვახდენთ შეხვედრის სიმულირებას და თქვენ შეგეძლებათ მატჩის რეპორტიორში კომენტატორის თანხლებით მიადევნოთ თვალი მატჩში მომხდარ მოვლენებს, რა დროსაც ასევე გექნებათ მოწინააღმდეგე მენეჯერთან ჩატში მიმოწერის შესაძლებლობაც! სურვილის შემთხვავაში, თქვენ შეძლებთ უკვე დასრულებული მატჩის ყურებასა და ანალიზს.

ჰეთთრიქი პირველ რიგში სტრატეგიული ჟანრის საფეხბურთო თამაშია, სადაც გეგმის დასახვა აუცილებელია ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით. გსურთ კაპიტალდაბანდების გაკეთება უკეთესი ახალგაზრდული აკადემიის შესაქმნელად? ან იქნებ ასაკოვანი ვარსკვლავების შეძენა გირჩევნიათ, რომლებიც მოკლე დროში გააუმჯობესებენ თქვენი გუნდის თამაშის ხარისხს? აკადემიიდან ნიჭიერი მცველების დაწინაურება იქნება პრიორიტეტი, თუ შემტევ ფეხბურთელებს ამჯობინებთ?

გააკეთეთ სწორი არჩევანი, თქვენი თინეიჯერი ტალანტები შესაძლოა ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ და მრავალი სეზონის განმავლობაში ემსახურონ გუნდს. ვინ იცის, იქნებ თქვენს აკადემიაში ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს ან კილიან მბაპეს დონის ვარსკვლავი გეზრდებათ ჰეთთრიქული სამყაროს ვერსიით!

აღფრთოვანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰეთთრიქში შეჯიბრი მოგიწევთ ისეთ გუნდებთან, რომლებსაც სხვა ადამიანები მართავენ და თქვენსავით ცდილობენ კონკურენტი მენეჯერების დაჯაბნას. ჩვენს თამაშს ჰყავს გამოცდილი საზოგადოება, რომელთაგანაც შეძლებთ ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას (მაგ. ვარჯიშის საუკეთესო ხერხები, სწორი სათამაშო ტაქტიკის დაყენება, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ.)

თქვენი ვარსკვლავი ფეხბურთელები შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე სათამაშოდაც შეირჩნენ და ითამაშონ USA-(ი)ს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში! ყოველ სეზონს, ჰეთთრიქში იმართება მსოფლიო თასის გათამაშება, სადაც მონაწილეობენ ქვეყნების ეროვნული ნაკრებები ან 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები. ჰეთთრიქის მსოფლიო თასის ამჟამინდელი გამარჯვებულია Lëtzebuerg, მსოფლიო თასის ფინალური მატჩის ხილვა აქ შეგიძლიათ! Lëtzebuerg - Nederland

თუ კარგი მენეჯერი გახდებით, შეგეძლებათ თქვენი კანდიდატურა თამამად დააყენოთ ეროვნული ან/და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელის არჩევნებში, სადაც გამარჯვებას მოახერხებთ თქვენი კოლეგა მენეჯერების მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში. ამ მომენტისთვის ჰეთთრიქი მოიცავს 136 ეროვნულ ლიგას და თქვენ კანდიდატობა შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანის ნაკრების მწვრთნელის არჩევნებში, თუნდაც თქვენი გუნდი სხვა ქვეყანაში ასპარეზობდეს.

ჰეთთრიქში თავშესაქცევს ყოველთვის ნახავთ, იქნება ეს ფორუმზე განხილვებში მონაწილეობა თუ სატრანსფერო ბაზარზე დაკვირვება და მომგებიან ტრანსფერებზე მუშაობა.

მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ ჰეთთრიქის თამაში თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკითაც თავისუფლად შეგიძლიათ. კვირაში 30 წუთით შემოსვლისას სამატჩო ბრძანებების და სავარჯიშო გეგმის დაყენების შემთხვევაშიც კი, თქვენი გუნდი შეძლებს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას და სხვებისთვის კონკურენციის გაწევას - მთავარია ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

მრავალი სხვა თამაშისგან განსხვავებით, ბონუსის თუ თამაშში გამოყენებადი ვალუტის შესაგროვებლად აქ არ მოგეთხოვებათ ყოველდღიურად შემოსვლა. ჰეთთრიქში რეალური ფულითაც კი შეუძლებელია სათამაშო უპირატესობის მომნიჭებელი შენაძენის გაკეთება. სანაცვლოდ შეგიძლიათ გახდეთ ჰეთთრიქის მხარდამჭერი, რომელიც გთავაზობთ სხვა და სხვა ფუნქციებსა და ხელსაწყოებს, რაც თამაშს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის, მაგრამ ეს სხვებთან შედარებით სათამაშო უპირატესობას არ მოგცემთ.

ჰეთთრიქი ორიგინალური საფეხბურთო მენეჯერული თამაშია, რომელიც არსებობს 1997 წლიდან. თამაშის დამაარსებლები კვლავაც აქტიურად უძღვებიან საყვარელ საქმეს და ჰეთთრიქის თამაშს ყველას უფასოდ სთავაზობენ.

ჩვენ გვწამს, რომ ჰეთთრიქი თავის თავში აერთიანებს ტრადიციული კუმპიუტერული საფეხბურთო მენეჯერული თამაშისთვის აუცილებელ საუკეთესო თვისებებს, მაგრამ უფრო საინტერესო სახით, რამდენადაც აქ თქვენს წინააღმდეგ რეალური ადამიანები თამაშობენ.

ის ასევე მოიცავს ფანტაზიური ჟანრის საფეხბურთო თამაშების და ისეთი კონსოლური თამაშების ასპექტებს, როგორიცაა თუნდაც "FIFA Ultimate Team", სადაც აგროვებთ ფეხბურთელებს და აწყობთ გუნდს სხვა მომხმარებლების წინააღმდეგ სათამაშოდ და ტიტულების თუ მიღწევების მოსაპოვებლად.

ყველას გულითადად გეპატიჟებით ჰეთთრიქში - მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერულ თამაშში! აქ რეგისტრაცია სრულიად უფასოა და არაფრის ჩამოტვირთვაა აუცილებელი. სურვილის შემთხვევაში თქვენ გექნებათ iOS-ის ან ანდროიდის აპლიკაციით სარგებლობის საშუალებაც, საიდანაც შეგეძლებათ განკარგოთ თამაშის ყველა ასპექტი, რაც ჰეთთრიქს პარალელურად მობილურ თამაშადაც აქცევს.

გაფრთხილებთ! ჰეთთრიქი იწვევს მიჩვევას - ჩვენს თამაშს უკვე ჰყავს მრავალი მომხმარებელი რომელთაც 10 და კიდევ მეტი წლის თამაშის სტაჟი აქვთ და ამას კვლავაც აქტიურად განაგრძობენ.

 
Server 081