ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ჰეთთრიქის განცხადებები

5-4-2021 შვეიცარია მსოფლიოს მწვერვალზე!

ახალი სეზონის პირას, გასულ კვირა დღეს მსოფლიო თასის ფინალი გაიმართა ორ ალპურ და მეზობელ ქვეყანას, შვეიცარია და ავსტრიას შორის. იმის ფონზე, რომ ორივე გუნდს თავისი საინტერესო სათამაშო სტილი გააჩნია, მსოფლიოს გარშემო ჰეთთრიქის ფანები ელოდნენ, თუ რომელი გუნდის ტაქტიკა აღმოჩნდებოდა გამარჯვების მომტანი. შვეიცარელებმა 3 - 0 გამარჯვებით მოიპოვეს მსოფლიო თასი, ამ ეტაპზე ავსტრიელთათვის მთები ზედმეტად მაღალი აღმოჩნდნენ.

ავსტრიელები თავის შანსს შვეიცარელების შეტევისას მათთვის ბურთის ართმევაში ეძებდნენ. მათდა სამწუხაროდ არცერთი ეს მცდელობა წარმატებული არ გამოდგა. ნაცვლად 22-ე წუთზე ეს იყო შვეიცარია, ვინც ანგარიში გახსნა 1 - 0. ავსტიელები კი ჩასაფრებულები განაგრძობდნენ თავიანთი შანსის მისაღებად ლოდინს და 10 წუთის შემდეგ თითქმის გაიტანეს კიდეც, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოს გარედან აცდა. ეს მომენტი უკეთეს შედეგს იმსახურებდა. ამის შემდეგ მიუხედავად კიდევ რამოდენიმე მომენტისა ანგარიში აღარ შეცვლილა და 1 - 0 პირველი ნახევრის შედეგი.

შესვენების შემდეგ ავსტრიელები რაღაც დროის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ჯერ კიდევ იყო შანსი მოედანი გამარჯვებულებს მსოფლიო თასით ხელში დაეტოვებინათ. თუმცა მეორე ნახევრის 24-ე წუთზე მათი იმედების გაქარწყლება დაიწყო, ვინაიდან შვეიცარელებმა მეორე გოლიც გაიტანეს 2 - 0. ნუთუ ჯერ კიდევ ჰქონდა ავსტრიელთა მწვრთნელს რაიმე ხრიკი სიტუაციის შესაცვლელად ხელთ? მაგრამ მატჩის დასასრულამდე 15 წუთით ადრე უკვე საოცრება თუ უშველიდა ავსტრიას, როდესაც ანგარიში 3 - 0 გახდა. ამიერიდან სიტუაციის გამოსწორება გადაუჭრელ ამოცანად იქცა. ფანებს დარჩენილ დროში რაიმე გარდამტეხი სასწაული აღარ უნახავთ და შვეიცარია ახალ მსოფლიო ჩემპიონად მოგვევლინა!

მივულოცოთ შვეიცარიას და მათ მენეჯერს Morelos.

4-29-2021 არჩევნები ახლოვდება!

მსოფლიო თასის გათამაშება დასასრულს უახლოვდება (ხვალ ნახევარფინალებია, ხოლო კვირას კი ფინალი) და ეს ნიშნავს იმას, რომ დადგა დრო ეროვნული ნაკრების მწვრთნელის არჩევნების.

თუ თქვენ გსურთ იყოთ კანდიდატი, ასეთად დარეგისტრებას მოახერხებთ არჩევნების გვერდიდან.

რეგისტრაცია დაიწყება ამ კვირის პარასკევ დღეს ჰეთთრიქის (CET) დროით 07:00 სთ-დან, ხოლო ხმის მიცემა შეგეძლებათ ორშაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში.

არჩევნები გაიმართება ყველა 144 ჰეთთრიქის ლიგაში, ვინც შესაბამისად მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩაერთვება, მათ შორის ის 16 გუნდი, რომლებიც ამ დღემდე ნაციონალური ნაკრებით ჰეთთრიქის კომუნაში წარმოდგენილნი არ იყვნენ.

ამ არჩევნებისას შენი კანდიდატურის სიტყვა გამოქვეყნდება ნაციონალურ ფორუმზე, რომელი ლიგის კანდიდატიც თქვენ ხართ - არ გაუშვათ ხელიდან შანსი უპასუხოთ კომუნის კითხვებს.

არჩევნებში კანდიდატობის ან ხმის მიცემისთვის, თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ ერთი სეზონის გამოცდილების მქონე მომხმარებელი - ეს პირობები იმისთვისაა, რათა თავიდან ავიცილოთ რიგი უსიამოვნებები.

დაე დაიწყოს კამპანია!


4-27-2021 დივიზიონის ჯგუფის შეცვლის ფანჯარა

როგორც ყოველთვის, HFA უფლებას მისცემს ზოგიერთ გუნდს, რომ შეიცვალოს დივიზიონის ჯგუფი სეზონის ბოლოს:

• შეცვლა შესაძლებელი იქნება ხუთშაბათის (29 აპრილი) 00:00 საათიდან პარასკევის (30 აპრილი) 23:59 საათამდე (ჰეთთრიკის (CET) დროით);
• Hattrick International-ის გუნდებს შეცვლის ვადა ექნებათ მხოლოდ პარასკევის 16:00 საათამდე (ჰეთთრიკის (CET) დროით), რადგან იმ დროისთვის უკვე უნდა დაიგეგმოს მომავალი სეზონის მატჩების განრიგი;
• შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ასპარეზობთ თქვენი ქვეყნის ყველაზე დაბალი სამი დონის დივიზიონიდან ერთ-ერთში;
• ადგილის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბოტ გუნდთან, რომელიც ასევე ასპარეზობს თქვენივე დივიზიონის ნებისმიერ სხვა ჯგუფში;
• შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ამის საშუალება აღარ გექნებათ მეორედ, ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ბოტ გუნდთან ადგილის გაცვლა შესაძლებელია, ამავე გუნდის დივიზიონი ჯგუფის გვერდიდან. ადგილის გასაცვლელი ბმული გამოჩნდება ბოტი გუნდის დივიზიონი ჯგუფის ცხრილში, მისივე დასახელების გასწვრივ. გაითვალისწინეთ, რომ ადგილის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბოტ გუნდთან(რომელსაც აქვს "რობოტის ლოგო") და არა მფლობელის გარეშე დარჩენილ გუნდთან.

4-22-2021 მიღწევების ახალი მიმოხილვა

ცვლილებების სიომ დაუბერა ჰეთთრიქის მიღწევების სამყაროში!

პირველ რიგში მიმოხილვის განახლებული გვერდია. თქვენ იხილავთ მიღწევების ახალ პროგრეს-ბარს, კომუნის სტატისტიკის პარალელურად შედარების მოსახდენად. ასევე დავამატეთ პროგრეს-ბარი ინდივიდუალურად თვითოეული მიღწევისთვის, რომელიც გაჩვენებს როგორც ამჟამინდელ სტატუსს, ასევე თუ რა გჭირდებათ შემდეგ დონეზე გადასასვლელად. სტატუსზე ინფორმაცია ასევე გამოჩნდება მენეჯერის გვერდზე, მიღწევების თაროზე მაუსის გადატარებით. დაემატა ფილტრები, მარტივად რომ გაეცნოთ მიღწევების ქვეჯგუფებს ცალკე.

და რაც უფრო მთავარია, ჩვენ შევიმუშავეთ კოდი, რომელიც მიმოიხილავს და იმახსოვრებს შემდეგი მიღწევისკენ თქვენს პროგრესს, რის ხარჯზეც განახლება უფრო სწრაფად და საიმედოდ ხდება და აიოლებს გუნდში მუშაობას ახალ მიღწევებისკენ მიმავალ გზაზე.

ამ განახლებაში ჩვენ არ ვამატებთ მიღწევის რაიმე ახალ ტიპს, მაგრამ რამოდენიმე კვირაში ჩვენ ველოდებით მეორე განახლებას, რომელშიც თქვენი გუნდისთვის ახალი მიზნები იქნება დასახული. ისიამოვნეთ!

4-9-2021 WC გათამაშება იწყება და U20 გარდაისახება U21

ამ საღამოს U21-ის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება, რომელსაც შვეიცარია უმასპინძლებს. ეს იქნება ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც ტურნირში 21 წლამდე ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. კიდევ ერთი ახალი წესი იქნება ის რომ ამიერიდან ყვითელი და წითელი ბარათები მსოფლიო თასის განმავლობაში ერთი ტურიდან მეორეზე გადავა. ეს წესი შეეხება უფროს ნაკრებებსაც.

ჩვენ ასევე გვსურს შევეგებოთ კონტინენტური ჩემპიონატების პირველ გამარჯვებულებს, ვისი ფინალებიც გასულ შაბათ-კვირას გაიმართა.


ევროპაში გერმანიამ (მენეჯერი GSB-Jabba) დამატებით დროში მოუგო ესპანეთს 4-3.

აფრიკის გამარჯვებულია ბენინი, Videhouenou-ის ხელმძღვანელობით. ფინალისტი სენეგალი გახდა. ბენინმა მეტოქე არ დაინდო და 4-0 გაანადგურა!

იემენი აზია-ოკიენათის გამარჯვებულად ვიხილეთ, ვინც ფინალში სომხეთი დაამარცხა. Brcko-ZG იყო ამ გამარჯვების შემოქმედი.

და საბოლოოდ, Andresfvl გახდა მისი მეგობარი კოლუმბიელი კოლეგების გმირი, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჰონდურასი 3-1 დაამარცხა. ამიერიდან კოლუმბია ამერიკის ჩემპიონად იწოდება.

ასე რომ გილოცავთ ყოველ თქვენგანს ამ წარმატებას და დაე საუკეთესო გუნდი გამხდარიყოს მომავალი U21 ჩემპიონატის გამარჯვებული!

4-6-2021 ინტერაქტიული ცხრილების გრაფიკა

ჩვენ გვაქვს ორი ახალი მახასიათებელი ცხრილების გვერდზე, რომელზეც თქვენი, ან სხვა სერიების სრულ განრიგ ხილვის საშუალებას მოგცემთ.

პირველი გრაფიკა სეზონის განმავლობაში სერიაში ფარდობით პოზიციას გაჩვენებთ ყველა სხვა გუნდებთან მიმართებაში, ხოლო მეორე ინტერაქტიული ჯვარედინა ცხრილია, სადაც იხილავთ სახლი/გასვლით მატჩების ჩანაწერებს ნებისმიერი მოცემული გუნდისთვის.

ორივე ეს მახასიათებელი ძირითადად ეყრდნობა CHPP Foxtrick ბროუზერისთვის პლაგინს, ასე რომ მადლობა იმისთვის, რომ პირველებმა მათ გააკეთეს ყოველივე ეს! თუმცა ჩვენი ვერსია მცირე განსხვავებით მუშაობს. ჩვენეულ ვერსიაში თქვენთვის სასურველი გუნდი გამოსაყოფად ცხრილს მაუსი უნდა გადაატაროთ. გამოყოფილ გუნდის შედეგებს მოგება/წაგების მიხედვით ვაჩვენებთ, შესაბამისად მწვანე და წითელ ფერად. Foxtrick-ის ვერსიაში სახლში მოთამაშე გუნდის მოგებები ყოველთვის მწვანე ფერშია ნაჩვენები და შესაბამისას წაგებები - წითელში.

იმედი გვაქვს ყველა კმაყოფილი დარჩება ამ დამატებით. კარგ სამუშაო კვირას გისურვებთ!

3-31-2021 მენეჯერთა გამოკითხვა & მსოფლიო თასის ხმის მიცემა

ამჟამად ჩვენ ვახორციელებთ მომხმარებელთა გამოკითხვას, სადაც შეგეძლებათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი თუ რა გზით უნდა განვითარდეს ჰეთთრიქი! ასევე, შეგეძლებათ აირჩიოთ ქვეყნები, რომლებიც უმასპინძლებენ მომავალ მსოფლიო თასებს!

გამოკითხვა მხოლოდ ვებ გვერდის საშუალებით ჩატარდება, ასე რომ, თუ ამ ტექსტს აპლიკაციაში კითხულობთ, გთხოვთ ეწვიოთ ვებსაიტს მონაწილეობის მისაღებად. ყოველი მონაწილე მომხმარებელი 200 ჯილდოს ქულით დასაჩუქრდება. ქულები გამოკითვის დასრულების შემდეგ აისახება. გამოკითვა 2 კვირა გაგრძელდება.

 
 
Server 081