ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

2-11-2019 გზამკვლევი: გზამკვლევი: 2019 წლის ზამთარი

ოქტრომრიდან მოყოლებული გვაქვს სურვილი რომ ყოველ კვირას დავამატოტ სიახლე - ჩვენთვის სიამოვნებაა პატარა ან მცირე პროექტებზე მუშაობა - და მომხმარებლებზე დაკვირვებით ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება. მოვიდა დრო გავაანალიზოთ თუ როგორ გავუმკლავდით დანაპირებებს და რა სიახლეები გელით 2019 წელს.
როდესაც ოქტომბერში ჩვენი ბოლო გეგმა გაგაცანით, იმ მომენტისთვის უკვე დასრულებული გვქონდა უზარმაზარი პროექტი - ახალი აპლიკაცია სმარტფონებისთვის. ყოველივე ეს მომხმარებლებმა ძალიან კარგად მიიღეს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავდა ვებ-ვერსიისთვის მრავალი თვის მანძილზე ნაკლები ყურადღების დათმობას. ამ მიზეზით ჩვენ გადავწყვიტეთ დრო დაგვეთმო რიგი პატარა პროექტებისთვის, საიდანაც თითოეულის განვითარება და ტესტირება ერთი-ორი კვირის განმავლობაში იქნებოდა შესაძლებელი. ასეც მოვიქეცით და მას შემდეგ მომხმარებლებისგან უამრავი ახალი რჩევა მივიღეთ, რაც ერთგვარ აღმაფრენას იწვევს ჩვენში და გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით შემდგომშიც გავაგრძელოთ წინსვლა.


ახლა შევხედოთ რა პირობა დავდეთ ოქტომბერში, რომელიც უკვე განხორციელდა:

* ჩატის ფორმატის HT-ფოსტა
* გაუმჯობესებული ამხანაგური მატჩების გაერთიანება
* ახალგაზრდული აკადემიის განახლება
* მატჩის დამატებით დროში მოვლენების გაზრდილი ალბათობა
* გაუმჯობესებული სატრანსფერო სიები და ტრანსფერების საძიებო გვერდი

* ახალგაზრდული აკადემიის ფეხბურთელების ვარჯიშის გამოთვლის ხელსაწყო (მხარდამჭერის ფუნქცია, რომლის შექმნასაც პლატინის მხარდამჭერის მფლობელებმა დაუჭირეს მხარი)


გარდა ყოველივე ამისა, ჩვენ დავამატეთ 5 ახალი ქვეყნის ლიგა, გამოვუშვით ფეხბურთელის გამოსვლების ისტორიის განახლებული გვერდი, რომელიც უფრო ვრცელ მონაცემების მოიცავს, ორთაბრძოლის მატჩებისთვის ასევე დავნერგეთ მყისიერი მატჩის რეჟიმი, ახალგაზრდული აკადემიებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ უფრო მეტი სტატისტიკა და სამატჩო ფორმები (კიდევ ერთი მხარდამჭერის ფუნქცია). განვახორციელეთ მოთამაშის რეიტინგების და უნარების დიზაინის ცვლილება, რამაც თავიდან გარკვეული უკმაყოფილებაც კი გამოიწვია, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი მიწყნარდა, მას შემდეგ რაც მომხმარებელს არჩევანი მიეცა, გამოიყენებდა თუ არა დიზაინის ამ ცვლილებას.

როგორც წინა გზამკვლევში ავღნიშნეთ, ჰეთთრიქში ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას ახალ დიზაინის მიმართულებით, მაგრამ ყოველივე ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და სიფრთხილით განვახორციელებთ. ჩვენ არ გვაქვს რადიკალური ცვლილებების განხორციელების სურვილი დიზაინთან მიმართებაში, მაგრამ გვსურს ვგრძნობდეთ, თუ სად გვაქვს სივრცე სიახლეების დასანერგად, რათა ყველაფერი ერთმანეთს უკეთ შეეწყოს და იმუშაოს. შემდეგი გვერდი, რასაც შევეხებით მატჩების ცოცხალი რეპორტაჟის გვერდი იქნება - ყოველივე ეს უკვე სატესტო რეჟიმშია და რამოდენიმე კვირაში იქნება განახლებული. ამის შემდეგ კი მატჩისშემდგომი მოხსენების გვერდის განახლების ჯერი დგება და დრო მას დაეთმობა.

სავარჯიშო ბანაკები დაპირების მიუხედავად ჯერ არ დანერგილა. ჯერჯერობით ვერ მივაგენით შესაფერის მახასიათებლებს თამაშის ამ დანამატის შესაქმნელად და სინამდვილეში აღარც ვთვლით, რომ ეს ფუნქცია ისევ პრიორიტეტულია, ვინაიდან ბევრ სხვა უფრო საინტერესო განახლებაზე გვიწევს მუშაობა.

ახალი სარეიტინგო სისტემა, რომელზეც ოქტომბერში ვსაუბრობდით, ისევ განვითარების ფაზაშია, მაგრამ წინსვლა არის და ამის შესახებ მეტ ინფორმაციას მომავალში მოგახსენებთ.

მოკლედ, რას ველოდებით ჰეთთრიქისგან 2019 წელს?

ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ ვუმიზნებდით თითო განახლებას კვირაში და უმეტეს შემთხვევაში ვახერხებდით კიდეც ამას. ჩვენთვის უფრო სახალისოა ასე მუშაობა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია - როგორც ჩანს ყოველივე ამან მომხმარებლებზეც დადებითად იმოქმედა, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. ბოლო რამდენიმე თვეში ჩვენ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს მომხმარებელთა გადინების კუთხით. ყოველივე ეს უდიდეს მოტივაციას გვმატებს! რა თქმა უნდა, ყოველთვის გვემატება ჰეთთრიქის ახალ მომხმარებელთა მცირე ჯგუფი - მაგალითად, ისრაელსა და პორტუგალიაში გატარებული სარეკლამო კამპანიის საფუძველზე მათ ლიგებში ახალი მომხმარებლების საკმაო მატება გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ძველი მენეჯერების შენარჩუნება ყოველივე სხვა ფაქტორზე უფრო მნიშვნელოვანი მომენტია. თუ ამ რიტმით განვაგრძობთ სვლას, შუძლებელი სულაც არ იქნება 2019 წელი ჰეთთრიქისთვის ისევ ზრდის წელიწადად გადაიქცეს, რაც, რა თქმა უნდა, საოცრად კარგი სიახლე იქნება! 2019 წლის ერთ-ერთი გეგმა მარკენტინგის მიმართულებით ახალი ხედვის ჩამოყალიბება იქნება - მცირე და გონივრული გზების ძიება არსებული მომხმარებლის შესანარჩუნებლად და ახლებისთვის ამ თამაშის აღმოსაჩენი გზის გასაიოლებლად.

ჰეთთრიქის დეველოპერთა მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება, სადაც მოსალოდნელი იქნება ახალი დიდი პროექტების დაგეგმვაზე მუშაობა. პირველ რიგში, ჩვენ ჰეთთრიქში დასანერგი გვაქვს ახალი სარეიტინგო სისტემა. ასევე, რაც მთავარია გაგვაჩნია ხედვა, ეროვნული ნაკრებების და ზოგადად სანაკრებო სისტემის ისეთი ცვლილებების შესახებ, რაც მათ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მეტი მომხმარებლისთვის. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ.

იქამდე, ელოდეთ ხშირი სიახლეებით დატვირთულ მორიგ თვეს, ისევე როგორც შედარებით მნიშვნელოვან განახლებას მატჩების LIVE-რეპორტიორის სახით, რაც მატჩების ცოცხალ რეჟიმში ყურებას უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.
 
Server 070