11-24-2015 ჰეთთრიქ მასტერზის დაგეგმილი რაუნდი გადაიდო
გაცნობებთ, რომ ჰეთთრიქ მასტერზის წილისყრის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა კალკულაციურ პრობლემებს, კერძოდ კი შეუსაბამობა გაიპარა მეორე რაუნდში მონაწილეობის მიმღები გუნდების რაოდენობის კუთხით, რადგან წილისყრის დროს ერთი გუნდი ზედმეტი აღმოჩნდა. აღნიშნული ხარვეზის გამო ჰეთთრიქ მასტერზის ხუთშაბათისთვის დაგეგმილი რაუნდის ჩატარების დრომ ნახევარი კვირით გადაიწია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ შემთხვევითობის პრინციპით შევარჩევთ რომელიმე 2 გუნდს იმ გუნდთა შორის, რომელნიც პირველ ტურში ისვენებდნენ და კონკურსის გარეშე უნდა გადასულიყვნენ მეორე რაუნდში. ამ ორ გუნდს შორის ხუთშაბათს შედგება მატჩი და ისინი ერთმანეთში გაარკვევენ იმ გამარჯვებულის ვინაობას, რომელიც შემდეგი რაუნდიდან შეუერთდება დანარჩენ გუნდებს. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობის გამო.