ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სისტემური ინფორმაციის არქივი

2-10-2016 სისტემის გათიშვა და ტრანსფერები

გუშინ რამდენიმე საათის მანძილზე ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა ჰეთთრიქის გათიშვა, რაც დაახლოვებით HT დროით 18:30 საათზე დაიწყო და ხარვეზი შუაღამემდე ვერ გამოსწორდა. გათიშვა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა, მაგრამ ჩვენ ძალიან ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო, მითუმეტეს რომ ასევე შეფერხდა ის თამაშები, რომელიც დაგეგმილი იყო მხარდამჭერთა კვირეულის თასზე.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აღნიშნული ფაქტის შედეგად წარმოიშვა არის ის, რომ გათიშვის მიუხედავად ჩვენ ვერ შევაჩერეთ სატრანსფერო ბაზარი (რაც ნორმალურ შემთხვევაში ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ დროს), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერების დასრულებისას აუქციონში მონაწილეობის მიღება ვერ მოხერხდებოდა მომხმარებლების მიერ და გაყიდულ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასი გათიშვისას დაფიქსირებული ბოლო ფსონების მიხედვით დადგინდა, ხოლო აღნიშნული რა თქმა უნდა ცუდად აისახებოდა გამყიდველ კლუბთა ფინანსურ ინტერესებზე. ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში არ იყო გათვალისწინებული ზარალის კომპენსირება, რადგან აქამდე რთული იყო რეალური ზარალის დათვლა და შემდეგ ფინანსურად ანაზღაურება, მაგრამ ამჯერად ვაპირებთ ეს წესი შევცვალოთ. ამ მომენტისათვის ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ალგორითმი, რომელიც უკეთესად აანალიზებს ფეხბურთელთა საბაზრო ფასებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება კლუბების მიმართ მიყენებული ზარალის გამოთვლაში. ვეცდებით გამოთვლები მაქსიმალურად ზუსტად(თუ იდეალურად არა) გავაკეთოთ და გავითვალისწინოთ ყველა გუნდის ინტერესები. გთხოვთ მოთმინებით მოეკიდოთ ამ ფაქტს, რადგან ამ პროცესის დასრულებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება, მანამ სანამ ყველა მიიღებს თავის კუთვნილ კომპენსაციას.

ანაზღაურება შეეხება ყველა იმ ტრანსფერს, რომელზედაც განთავსებული იყო ფსონი და აუქციონის დასასრული კი ჰეთთრიქის გათიშვის დროს დაემთხვა. ანაზღაურების პროცესიდან, ჩვენ გამოვრიცხავთ მხოლოდ ძალიან იაფფასიან ფეხბურთელებს, რომელთა საბაზრო ფასიც ნაკლები იქნება 20 000 ლარზე.

ამჟამად ასევე ვმუშაობთ ტრანსფერების ავტომატური შეჩერების მექანიზმის დანერგვის საკითხზე, რომელიც მომავალში შესაძლო გათიშვების შემთხვევაში ავტომატურად შეაჩერებს ყველა ტრანსფერს. საწყის ეტაპზე, სანამ ეს მექანიზმი სრულად მოერგება არსებულ სიტუაციას, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სატრანსფერო ბაზრის შეჩერებებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც შესაძლოა ჰეთთრიქის გათიშვა რეალურად არც ხდებოდეს, მაგრამ ვეცდებით შეძლებისდაგვარად მცირე ვადაში მოვახდინოთ ამ უსაფრთხოების სისტემის სრულყოფა, რათა მომავალში აღარ ჰქონდეს ადგილი მსგავს შემთხვევებს.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ... შემდეგი გვერდი
თარიღი საგანი
3-18-2024 კვირის გათიშვის შესახებ
3-5-2024 Release notes, March 5
3-3-2024 Match issue with counter attacks
2-17-2024 Release notes 15th February
1-28-2024 Chat Portal issues
1-23-2024 League expansions
1-16-2024 Single matches renamed Duels
1-11-2024 Facebook login issues
1-10-2024 Issue with matches resolved
12-19-2023 მაღაზიაში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია
12-18-2023 მაღაზიაში არსებული ხარვეზი
12-7-2023 ჩატის შეტყობინებების პრობლემა
11-21-2023 21 ნოემბრის მოხსენება
11-10-2023 განახლება ახალგაზრდულ აკადემიაში
11-7-2023 განახლებული საინფორმაციუ ყუთი მენეჯერებისთვის
10-16-2023 Season start reminders
9-11-2023 Update with match lineups bug
9-9-2023 Issues with match lineups in some leagues
8-31-2023 Technical issue with push notifications in our Android app
7-13-2023 13 ივლისის ამბები
6-15-2023 ტროფეების გენერირებაში დაყოვნება
4-6-2023 Paypal დროებით წვდომადი არ არის
3-5-2023 აპაჩ-ლიგის გუნდები მიუწვდომელია
2-28-2023 28 თებერვლის სიახლეები
2-28-2023 სერვერის გადატანასთან დაკავშირებით განახლება და გათიშვა
წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ... შემდეგი გვერდი
 
Server 071