2-16-2016 მატჩების არქივის გაუჩინარება
წინასასეზონო მოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობისას შემთხვევით, მატჩთა არქივიდან წაიშალა 56-60 სეზონებში ჩატარებული შეხვედრები და ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ მათი აღდგენის საკითხზე. ამ ყოველივეს არანაირი გავლენა არ ექნება თამაშზე(მათ შორის ვარჯიშზეც) და არც ახალი სეზონის დაწყების მხრივ გამოიწვევს რაიმე სახის შეფერხებას, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს მონაცემები მიუწვდომელი იქნება. ჩვენ დრო და დრო აღვადგენთ და დავამატებთ მთელ ინფორმაციას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. აღნიშნული ფაქტის გამო წუხილს გამოვთქვამთ და იმედი გვაქვს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.