7-9-2016 შეფერხებული მატჩები და უცნობი მოთამაშეები
სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა პრობლემები Live-რეპორტიორის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ასევე ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა მატჩების შეფერხებაც. ჩვენ ვცდილობთ უმოკლეს ვადაში გამოვასწოროთ ეს პრობლემა და ამ ხარვეზის შესახებ გეიმმასტერებისთვის შეტყობინების გაგზავნა არ იქნება აუცილებელი.
ზოგიერთ ქვეყანაში დივიზიონის ცხრილები განუახლებელი დარჩა და დასრულებული მატჩების მოხსენებაში არ იდენტიფიცირდება ფეხბურთელების სახელები, რის შედეგადაც ისინი მოიხსენებიან როგორც "უცნობი მოთამაშეები". ეს ყველაფერი გამოწვეული იყო მონაცემთა განახლებისას მომხდარი შეფერხების გამო, რომელიც ავტომატურად არ მოხდა და ჩვენ ამ ოპერაციის შესრულება ხელით მოგვიწევს. მიუხედავად ყველაფრისა აღნიშნულ ხარვეზს არანაირად არ უმოქმედია მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებზე და ფეხბურთელთა ვარჯიშზე, ასე რომ გთხოვთ გაგებით და მოთმინებით მოეკიდოთ ამ შემთხვევას, ხოლო ჩვენ ვეცდებით მალე გამოვასწოროთ იგი.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნების გამო.