7-12-2016 განახლებული ინფორმაცია შეფერხებული მატჩებისა და უცნობი მოთამაშეების შესახებ
გასულ კვირას, ჩვენ გვქონდა პრობლემები მატჩების შეფერხებებისა და "უცნობი მოთამაშეების" სახით.
გუშინ ჩვენ მთელი დღის მანძილზე ვატარებდით ანალიზს და ვიკვლევდით აღნიშნული ხარვეზის გამომწვევ მიზეზებს, რათა მომავალში დაზღვეული ვიყოთ მსგავსი შემთხვევებისგან.
ამ მხრივ ჩვენ სხვა და სხვა კუთხით გავაუმჯობესეთ საიტი, მაგრამ აღნიშნული სამუშაოების ეფექტურობის გასაგებად საჭირო იქნება მორიგი ტურის მატჩებზე დაკვირვება, რათა რეალურ რეჟიმში შევაფასოთ გაწეული ღონისძიებების შედეგები და არსებობის შემთხვევაში დავაფიქსიროთ დამატებითი ხარვეზებიც.
ასე რომ, ამ პრობლემის გამოსწორება ჩვენთვის პრიორიტეტულია და მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი ხარვეზებისგან თავის დასაცავად.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნების გამო.