8-10-2016 განახლებული ინფორმაცია ჰეთთრიკ მასტერზის, ეროვნული ნაკრებებისა და U20 ეროვნული გუნდების მატჩების სიმულირებასთან დაკავშირებით
როგორც იცით, სამატჩო ბრძანებების გაცემა უნდა მოხდეს შეხვედრის დაწყებამდე 20 წუთით ადრე. ჩვენთვის ეს დრო აუცილებელია მატჩების სიმულირებისათვის. თუმცა ამ მომენტამდე ჰეთთრიკ მასტერზის, ეროვნული ნაკრებებისა და U20 ეროვნული გუნდების მატჩების სიმულირება, მატჩის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე ხდებოდა, რაც ბრძანებების გაცემას უფრო მოგვიანებითაც ხდიდა შესაძლებელს. ამიერიდან ამ ტიპის მატჩებიც სხვა შეხვედრების მსგავსად იქნება სიმულირებული და გთხოვთ ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ მომავალში.