10-28-2016 ბრაუზერის შეტყობინებები
თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ ბრაუზერის შეხსენებათა გააქტიურება, რითაც ჰეთთრიქი შეძლებს თქვენს მიერ შერჩეულ მატჩებში მომხდარ მოვლენებზე შეტყობინების თვალსაჩინოდ გამოტანას, მაშინაც კი თუ თქვენი ბრაუზერი ფონურ რეჟიმში იქნება ჩაკეცილი, ან თუ თქვენ სხვა ტაბების დათვალიერებით იქნებით გართული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბრაუზერის შეტყობინებებისათვის ნებართვის მინიჭება შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოთ, რადგან ჰეთთრიქის ყოველ სერვერს ცალ-ცალკე დასჭირდება ამ უფლების მიღება.
თუ თქვენ არ გსურთ ამ შეტყობინებების გამოტანა, ამისათვის უარის ერთხელ თქმაც საკმარისია.
ამ საკითხზე დაწვრილებითი განცხადება მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება, მაგრამ ჩვენ გვინდოდა დაუყოვნებლივ გვეცნობებინა ამ ფუნქციის დამატების თაობაზე.