11-9-2016 სიახლეები 9 ნოემბრისათვის
ჩვენს მიერ გამოსწორდა და გაუმჯობესდა შემდეგი დეტალები:
• ჩვენ დავნერგეთ განსხვავებული თემები გუნდების გადართვის სტრიქონისათვის, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კლუბის თემისაგან დამოუკიდებლად.
• ასევე მოხდა სავარჯიშო მოვლენების დაფის რესტრუქტურიზება, ასე რომ ისინი ნაჩვენები იქნებიან ორივე გუნდისათვის. ჩვენ განვაახლეთ გუნდის მოვლენების ფანჯარაც და სიახლეები იქ დაჯგუფებულნი იქნებიან თარიღის მიხედვით, ორივე გუნდისათვის ერთდროულად და ჩამოქაჩვის შედეგად შეგეძლებათ მთლიანი ინფორმაციის ხილვა.
• თუ თქვენი სტადიონი უმასპინძლებს ნებისმიერ ნეიტრალურ მატჩს, მაგალითად ისეთს როგორიც გახლავთ ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა, ამის შესახებ ინფორმაციის ნახვა თქვენ შეგეძლებათ სტადიონის გვერდზე. ამავდროულად ჩვენ ყველასათვის ხილული გავხადეთ თქვენს სტადიონებზე მაყურებელთა დასწრების მონაცემებიც.