9-22-2017 გამოსწორებული ხარვეზები და გაუმჯობესებები სამატჩო ბრძანებების ახალი გვერდისათვის
დღეს, ჩვენ გამოვუშვით სამატჩო ბრძანებების გვერდის ახალი ვერსია. სადაც გამოსწორებულია ხარვეზები და შესულია გაუმჯობესებებიც:
1) გამოსწორებული ხარვეზი: თქვენ ვერ შლიდით მოთამაშეს სტანდარტულების შემსრულებლების ტაბიდან
2) გამოსწორებული ხარვეზი: აღმოიფხვრა რამდენიმე პრეზენტაციული ხასიათის ხარვეზი განლაგების, გუნდის ბრძანებებისა და გადახედვის ტაბებზე
3) გაუმჯობესება: ახალგაზრდული აკადემიის მოთამაშეების მაქსიმალური უნარი ბრძანებების გვერდზე არ ჩანდა, თუ საიტის პარამეტრების გვერდიდან თქვენ მონიშნული გქონდათ უნარების მხოლოდ ტექსტურად ჩვენება. ახლა თქვენ მას ხედავთ, ფონური სტრიქონის სახით.
4) გაუმჯობესება: ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედეთ, ფეხბურთელის სახელზე მაუსის კურსორის მიტანისას, მოთამაშის დეტალების ფანჯრის გამოტანის ფუნქციას. ახლა აღნიშნული ფანჯარა ყოველთვის გამოჩნდება მკაცრად ფიქსირებული ადგილას და ეს მოხდება სიის ბოლოში არსებულ მონაკვეთზე.
5) გაუმჯობესება: მეოთხე პუნქტში აღნიშნული ფუნქცია ასევე დაინერგა "შეცვლების/ბრძანებების" ტაბზეც.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე პრობლემები ამ ცვლილებებთან მიმართებაში, შესაძლოა დაგჭირდეთ ბრაუზერის ქეშის გასუფთავება.