3-30-2018 სათასო მატჩები კიდევ ერთხელ გადაიდო
ამ საღამოს კიდევ ერთხელ მოგვიწია თაობათა თასის ერთი ტურით გადატანა. ამჟამად უკვე ცხრილი სორტირებულია და მომდევნო რაუნდი ჩატარდება, ისე როგორც დაგეგმილი იყო, შაბათს საღამოს (ჰეთთრიქის დროით 2 საათზე). აღნიშნული პრობლემა შეიქმნა მხარდამჭერთა თასის გამო, რადგან იგი ისე არ წარიმართა როგორც დაგეგმილი იყო. ვიმედოვნებთ რომ ეს იყო ბოლო უსიამოვნო მოვლენა ამ კვირისთვის :) კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის!