12-22-2022 ბორის პაიჭაძის სახელობის თასის ხელახალი კენჭისყრა: ახლიდან გაგზავნეთ მატჩის ბრძანებები
ამ კვირაში ბორის პაიჭაძის სახელობის თასის კენჭისყრა არასწორად გაიმართა და ეს ყველა ლიგას ეხება. ჩვენ დღეს ხელახლა ჩავატარეთ კენჭისყრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ყველას შესაბამისად სწორი ოპონენტი ყავს.
მნიშვნელოვანი დეტალი: ხელახალი კენჭისყრა ნიშნავს იმას, რომ აქამდე გაცემული ყველა სამატჩო ბრძანება აღნიშნული სათასო ტურნირისთვის ანულირდა. თუ უკვე გაგზავნილი გქონდათ სამატჩო ბრძანება შემდეგ კვირაში გასამართი ბორის პაიჭაძის სახელობის თასის შეხვედრისთვის, თქვენ ეს ხელახლა უნდა გააკეთოთ. ჩვენ ვწუხვართ შექმნილი უხერხულობის გამო.