8-25-2022 უფრო სამართლიანი Ladder. განახლება
როდესაც მონაწილეობთ ladder-ის შეჯიბრში, ჩვენ შევცვალეთ გუნდებს შორის დიაპაზონი, რომლებსაც შეგიძლიათ რომ გაეჯიბროთ. ladder-ში თქვენს ზემოთ მყოფ გუნდებს ეჯიბრებით, და როდესაც პროგრესირებთ და წინაურდებით, შესაძლო სათამაშო გუნდების რაოდენობა მუდმივად მცირდება. სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ეს წრე ნელ-ნელა ვიწროვდება და სულ უფრო რთულდება ოპონენტის გამოძებნა. და ამის ფონზე რეიტინგით დაბლა მყოფი გუნდები ჯერაც მეტი არჩევნის ფუფუნებით სარგებლობენ. ჩვენ ამის ფონზე რიგი შესწორებები შევიტანეთ, რომ ეს შეზღუდული არჩევანი ნაკლებ მტკივნეული გამხდარიყო, ძირითადად დიაპაზონის გაზრდის ხარჯზე, განსაკუთრებით ტოპ-200 პოზიციასთან მიმართებაში. ჩვენ ასევე გამოვასწორეთ შეცდომა, რომელიც რიგ დაბლა მყოფ გუნდს არჩევნის დიაპაზონი უმცირდებოდა.
ეს შეზღუდული არჩევანი განსაკუთრებით საიუბილეო ლიგაში იყო საგრძნობი, სადაც დაანონსებულ თარიღისთვის ტოპ-ადგილების დაკავება რიგი საჩუქრების მიღებას ნიშნავდა. მაგრამ ამის გარდა ჩვენ ახალი თარიღიც დავაწესეთ - 2022 წლის ბოლო. კიდევ ოთხი თვე, სადაც ყოველ თქვენგანს შეეძლება რიგი პრიზებისთვის ბრძოლა.
შესწორებები უკვე ძალაშია და ყველა ladder-ს ეხება.