ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სისტემური ინფორმაციის არქივი

3-18-2024 კვირის გათიშვის შესახებ

გასულ კვირა დღეს, 15:30-ზე (CET), ჰეთთრიქი გაითიშა და საიტის მუშაობა მთელი საღამოს განმავლობაში არ აღდგენილა. გათიშვის მიზეზი ჩვენი მონაცემთა ბაზის სერვერის ერთ-ერთი დისკის მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდება, თუმცა მას ასევე მოჰყვა პროგრამული პრობლემები, რამაც ოპერაციული სისტემის სპონტანური ჩართვა-გამორთვა გამოიწვია. როცა სისტემის მუშაობა განახლდა, საიტის ჩართვამდე ჩვენ აღდგენითი სამუშაოს ჩატარება მოგვიწია, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მონაცემებს უსაფრთხოდ და სრულყოფილად იყო შენარჩუნებული.

როცა ჰეთთრიქმა მუშაობა განაახლა, ჩვენ 24 საათით გავახანგრძლივეთ ყველა ტრანსფერის ვადა, რომლებიც გათიშვის პერიოდში ან მისი დასრულებისთანავე უნდა ამოწურულიყო. ამან საშუალება მისცა ძრავს სწრაფად დასწეოდა განრიგს და ორშაბათს დილისთვის ჩატარებულიყო ყველა დაგეგმილი მატჩი და განახლება.

საბოლოო ჯამში, არც თამაშთან დაკავშირებული და არც სხვა რომელიმე სახის მნიშვნელოვანი მონაცემი არ დაკარგულა. დაიკარგა მხოლოდ დრო, და მომხმარებლების შესაძლებლობა გაეცათ ან გაეახლებინათ სამატჩო ბრძანებები კვირას დღისით და საღამოს. ჩვენ განვიხილეთ მატჩების გადადების საკითხი, რაც მოთამაშეებს მისცემდა მეორე ფანჯარას შემადგენლობების გასაგზავნად, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ახალი პრობლემების გაჩენის რისკს ქმნიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო უსაფრთხო და უკეთესი იქნებოდა ასეთი ნაბიჯისგან თავი შეგვეკავებინა.

გთხოვთ გამოიყენოთ ეს შემთხვევა იმის შესახსენებლად, რომ მნიშვნელოვანია სამატჩო ბრძანებების ადრე გაცემა, და სტანდარტული შემადგენლობის დამახსოვრება, ყოველი შემთხვევისთვის. ყოველთვის შეიძლება შემადგენლობის ჩასწორება თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მაგრამ სტანდარტული შემადგენლობის არქონა ყოველთვის სახიფათოა.

დღეს ჩვენ მცირე ხარვეზიც შევასწორეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს, ვისაც სურთ ამ სეზონში მიაღწიონ ყველა ლიგის მატჩის ცოცხალ რეჟიმში ყურების მიზანს, გათიშვის გამო ხელი არ შეეშლებათ. გათიშვისას ნათამაშები მატჩები ნანახად ჩაითვლება.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ... შემდეგი გვერდი
თარიღი საგანი
3-18-2024 კვირის გათიშვის შესახებ
3-5-2024 Release notes, March 5
3-3-2024 Match issue with counter attacks
2-17-2024 Release notes 15th February
1-28-2024 Chat Portal issues
1-23-2024 League expansions
1-16-2024 Single matches renamed Duels
1-11-2024 Facebook login issues
1-10-2024 Issue with matches resolved
12-19-2023 მაღაზიაში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია
12-18-2023 მაღაზიაში არსებული ხარვეზი
12-7-2023 ჩატის შეტყობინებების პრობლემა
11-21-2023 21 ნოემბრის მოხსენება
11-10-2023 განახლება ახალგაზრდულ აკადემიაში
11-7-2023 განახლებული საინფორმაციუ ყუთი მენეჯერებისთვის
10-16-2023 Season start reminders
9-11-2023 Update with match lineups bug
9-9-2023 Issues with match lineups in some leagues
8-31-2023 Technical issue with push notifications in our Android app
7-13-2023 13 ივლისის ამბები
6-15-2023 ტროფეების გენერირებაში დაყოვნება
4-6-2023 Paypal დროებით წვდომადი არ არის
3-5-2023 აპაჩ-ლიგის გუნდები მიუწვდომელია
2-28-2023 28 თებერვლის სიახლეები
2-28-2023 სერვერის გადატანასთან დაკავშირებით განახლება და გათიშვა
წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ... შემდეგი გვერდი
 
Server 070