ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ახალგაზრდა ფეხბურთელები

სკაუტთა ქსელი

ყოველ კვირას თქვენ ძირითად გუნდში ერთი ახალი ფეხბურთელის დამატების უფლება გაქვთ, მათ მოსაძებნად სკაუტების გაგზავნით. რაც უფრო მაღალია თქვენი სკაუტთა ქსელის დონე, გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდის მიღების მით უფრო მეტი შანსია. ახალი მოთამაშის კლუბის გარედან დამატებამდე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი პოზიცია. თუმცა ამაში ერთობ შეზღუდული ხართ და არჩევანს მხოლოდ მეკარესა და მინდვრის მოთამაშეს შორის აკეთებთ. ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ ყოველ კვირა თქვენს შემადგენლობაში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება – სკაუტების მიერ მოძებნილ ახალწვეულთა უმეტესობა ძირითად გუნდში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. თუ თქვენს სასტარტო შემადგენლობაში არის სკაუტთა მიერ აღმოჩენილი ერთი ან ორი ახალწვეული, ეს უკვე კარგი შედეგია. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება ყველაფერი რეალობაში.

კლუბების უმეტესობა სკაუტთა ქსელში დიდ ფულს აბანდებს. თუმცა არსებობს კატეგორია მომხმარებლებისა, რომლებიც ახალგაზრდებთან მუშაობაზე ფულს ზოგავს, ან სულ არაფერს იხდის, რათა დაზოგილი ფულით სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ სკაუტთა ქსელის გაძლიერებას გადაწყვეტთ, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, სანამ ნიჭიერი ფეხბურთელების სახით უკუქმედებას მიიღებთ. ნუ ელოდებით კარგ ფეხბურთელს ისეთი ქსელიდან საკუტებისა, რომლის დონე „ცუდს“ არ აღემატება.

ყოველკვირეულად შესაძლებელია სკაუტთა ქსელში დიდი (20 000 US$), საშუალო (10 000 US$), ან მცირე (5 000 US$) ინვესტიციის ჩადება. მცირე ინვესტიციების ხშირი და სტაბილური ნაკადი უფრო ეფექტიანია, ვიდრე დიდი ინვესტიციები მცირე რაოდენობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული სტრატეგია - თუ სკაუტთა ქსელის დონის აწევა მალე გსურთ, მაშინ დიდი ინვესტიციები შედეგს უფრო სწრაფად მოგიტანენ, ხოლო, თუ ძალიან არ გეჩქარებათ და გსურთ მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევის გარეშე ნელ-ნელა ჩამოაყალიბოთ სტაბილური სისტემა, მაშინ სჯობს ყოველკვირეულად მცირე ზომის დაბანდებებით შემოიფარგლოთ. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარული დაფინანსების გარეშე სკაუტთა ქსელის ხარისხი სწრაფად გაუარესდება და როდესაც მისი დონე დაიკლებს, ხელახლა აწევას საკმაო დრო დასჭირდება.

ყოველ კვირა შესაძლებელია მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მოთამაშის დამატება. თუ სკაუტებისათვის ინვესტიციის რაოდენობას არ ცვლით, მაშინ ანგარიშიდან ყოველი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე თანხა დაგექვითებათ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის სელექცია კლუბს 2 000 US$ უჯდება.

ინფორმაციას ახალგაზრდულ გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ შეიტყობთ მენიუ „ჩემი კლუბის“ განყოფილება „ახალგაზრდული გუნდი“. იქვე მითითებულია ახალგაზრდულ გუნდში ჩადებული ყოველკვირეული ინვესტიციის ოდენობა. მარჯვნივ იპოვით ბმულს, რომლის მეშვეობით ყოველ კვირას ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება შეგეძლებათ.
 
Server 070