ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

გამოყენების წესები

იმისათვის, რომ ჰეთთრიქმა უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება და დაიცვას კუთვნილების ხელშეკრულება, თქვენ უნდა დაეთანხმოთ გამოყენების წესებს, სანამ მიიღებთ თქვენი პროფილის გამოყენების უფლებას.

ეს უბრალოდ გამოყენების წესების შემოკლებული ვარიანტია, ასე რომ, თუ რამე განსხვავებაა ამასა და სრულ, ინგლისურ გამოყენების წესებს შორის, იხელმძღვანელეთ ამ უკანასკნელით.

1. როცა გაწევრიანდებით ჰეთთრიქში, მიუთითეთ თქვენი რეალური საკონტაქტო მონაცემები. ეს ჩვენ გაგვიადვილებს თქვენს ვინაობაში გარკვევას და საჭიროების შემთხვევაში უფრო ადვილად შევძლებთ დაგეხმაროთ. სამართლიანი თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და, ამიტომ, ჩვენი გეიმმასტერები უამრავ დროს უთმობენ წესების დარღვევების თავიდან ასაცილებლად. ამაში თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ თქვენი ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით.

თუ თქვენ 13 წელზე ნაკლების ხართ, შესაძლოა არ გქონდეთ ჰეთთრიქის თამაშის უფლება, ჰეთთრიქის სათამაშოდ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მშობლის ნებართვა თუ ხართ 13-დან 16 წლამდე.

2. თქვენ ყოველთვის უნდა დაიცვათ House-ის წესები. თქვენ მხოლოდ ერთი ექაუნთის რეგისტრაცია შეგიძლიათ. არასოდეს ეცადოთ ჩვენს მოტყუებას, ჰეთთრიქის საიტის ან სხვისი გუნდის გატეხვას. და არასოდეს დაივიწყოთ უბრალო ეტიკეტი – ითამაშეთ სამართლიანად. თქვენ უფლება არ გაქვთ დააშინოთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ და გაუგზავნოთ სპამი ჰეთთრიქის სხვა მოთამაშეებს. ასევე, ყოველთვის პატივი ეცით სხვების პირად კუთვნილებებს.

3. თუ თქვენ ამ წესებს არ დაემორჩილებით, შეიძლება დაკარგოთ გუნდი ან გაგაგდოთ გეიმმასტერმა. თქვენი გუნდი ასევე დაიბლოკება თუ თქვენ მას არ მოინახულებთ 7 კვირის განმავლობაში.

4. ჩვენ თამაშის კარგად ფუნქციონირებისათვის ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ, ვერ მოგცემთ იმის ას პროცენტიან გარანტიას, რომ სერვისი ყოველთვის იმუშავებს და არასოდეს დაიკარგება რამე ინფორმაცია.

5. ვებ–გვერდზე ინფორმაციის შეტანით თქვენ უფლებას გვაძლევთ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია. მაგრამ, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და ვემორჩილებით ევრო კავშირის კუთვნილების ხელშეკრულებას.

ჩვენ არასოდეს გამოგიგზავნით სპამს და არასოდეს გავავრცელებთ თქვენს ინფორმაციას სხვა პირებზე.

დროდადრო, ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ ახალი ამბების წერილი ან თამაშთან დაკავშირებული შეტყობინებები, მაგალითად პაროლის შემხსენებლები.

ჩვენ საიტზე ვიყენებთ ქუქიებს თქვენი სარგებელისთვის.

მთლიანი კუთვნილების ხელშეკრულება შეგიძლიათ წაიკითხოთ ინგლისურად აქ.

6. ჩვენ წლების განმავლობაში ვშრომობდით ჰეთთრიქის საიტის გასავითარებლად, ამიტომ, იმედი გვაქვს, გესმით, რომ თუ ჩვენი კუთვნილების გამოყენება გსურთ ჰეთთრიქის ვებ–გვერდის გარეთ, ამისათვის ჩვენი უფლება უნდა გქონდეთ.

კუთვნილების ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს. ამას ჩვენ ჰეთთრიქის საიტის საშუალებით გაცნობებთ.

 
Server 071