ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ამხანაგურები

ეროვნული ნაკრების ამხანაგურების დანიშვნა შესაძლებელია ცენტრალური ევროპის დროით პარასკევს საღამოს 8 საათზე, იმ შემთხვევაში თუ იმ დროს არ ტარდება მსოფლიო თასის შეხვედრა. ეროვნული ნაკრებების ამხანაგურები თითქმის იგივეა, რაც კლუბური ამხანაგურები.

ამხანაგური მატჩის დასანიშნად ეროვნულმა მწვრთნელმა ან უნდა გამოიწვიოს სხვა გუნდი, ან მიიღოს სხვათა გამოწვევა. თუმცა, კლუბისგან განსხვავებით, ეროვნულ ნაკრებს გამოწვევის შესახებ შეტყობინება არ მისდის. ამხანაგურის შეთანხმება ჰეთთრიქის ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უნდა მოხდეს. გამოწვევის მიღება კი მოწინააღმდეგე ნაკრების მთავარ გვერდზე შესვლითა და შესაბამის ბმულზე დაჭერით შეგიძლიათ. თუ ნაკრებს ამხანაგური არ აქვს დანიშნული, ავტომატურად მოხდება დანიშვნა პარასკევი დღისთვის.

გამომწვევი გუნდი ირჩევს, თუ რომელ სტადიონზე უნდა ჩატარდეს მატჩი. ნებისმიერი სტადიონის არჩევაა შესაძლებელი, მაგრამ ყოველი მათგანი, როგორც ნეიტრალური მოედანი, ისე იქნება წარმოდგენილი, მიუხედავად არენის ადგილმდებარეობისა. არენის ქირაობის გადასახადი არ იქნება დაწესებული.

 
Server 071