ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

პერსპექტიულთა სია

პერსპექტიულთა სია შეასრულებს შუალედური ნაბიჯის როლს, რომელიც ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს სანამ ნაკრებში მოხვდება - სრულიად უცნობი ფეხბურთელისგან ნაკრების მოთამაშედ გადაიქცევა. როდესაც ფეხბურთელი ოფიციალურად დასახელდება ნაკრებისთვის პერსპექტიულ მოთამაშედ, მის გვერდზე გამოჩნდება ამის დამადასტურებელი ახალი სტატუსი.

ფეხბურთელის მფლობელს მიუვა ავტომატური განახლებები თავისი მოთამაშის სანაკრებო სტატუსის შესახებ. მისთვის ასევე შესაძლებელი გახდება ნაკრებების წარმომადგენლების მიერ გამოგზავნილი საერთო შეტყობინებების მიღება, ეროვნული ნაკრების სიახლეების, ვარჯიშის მხრივ რჩევების და სხვა საკითხების შესახებ, რაც აადვილებს ურთიერთობას ფეხბურთელების მფლობელებსა და ნაკრებების ხელმძღვანელებს შორის.

როგორც ეროვნული ისე ახალგაზრდული ნაკრებების პერსპექტიულთა სიებში შესაძლებელია 150 ფეხბურთელის შეყვანა და მწვრთნელს ნაკრებში მხოლოდ ისეთი მოთამაშეების გამოძახება შეეძლება, რომლებიც სულ მცირე ერთ კვირას მაინც გაატარებენ პერსპექტიულთა სიაში. თუმცა, გამონაკლისი შემთხვევაა არჩევნების დასრულებიდან ორკვირიანი მონაკვეთი, რა დროსაც მწვრთნელს ეძლევა საშუალება შეზღუდვების გარეშე იმუშაოს პერსპექტიულთა სიებზე და გუნდის შემადგენლობის შერჩევაზე.

 
Server 071