ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

მატჩები

ეროვნულ ნაკრებებში თამაშით ფეხბურთელები გამოცდილებას იღებენ. ასევე, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იღებს 40%-ით შემცირებულ ხელფასს, თუ იგი მშობლიური ქვეყნის კლუბში თამაშობს, ხოლო საზღვარგარეთ ასპარეზობის შემთხვევაში - 33%-ით შემცირებულს.

ეროვნულ ნაკრებში თამაშისას ფეხბურთელები შეიძლება დაშავდნენ. ისევე, როგორც ხელფასის შემცირებას, დაშავებული ფეხბურთელის კლუბი ასევე მიიღებს ფეხბურთელის საბაზისო ხელფასის 100%-იან კომპენსაციას, რაც ტრავმის ხანგრძლივობის პროპორციული იქნება.

ეროვნული ნაკრებებისთვის ლოიალობის ბონუსი არ არსებობს, ასე რომ, ფეხბურთელის ლოიალობის ბონუსი არ გამოიყენება ეროვნული ნაკრებების მატჩებში.

ეროვნული ნაკრებისთვის ჩატარებული მატჩებში ფეხბურთელები ვარჯიშის ეფექტს არ იღებენ. ყვითელი და წითელი ბარათები არ ინახება - ამ მხრივ, ეროვნული ნაკრების მატჩები კლუბური ამხანაგური მატჩების ანალოგია.

მასპინძელი გუნდის უპირატესობა განსხვავებულად მოქმედებს საკლუბო და სანაკრებო დონეზე. ეროვნული ნაკრებს უფრო ნაკლები უპირატესობა აქვს მასპინძლობის შემთხვევაში, რაც დაახლოებით უტოლდება ჩვეულებრივ გუნდებს შორის დერბის მატჩის შემთხვევაში არსებულ უპირატესობას.

ეროვნული ნაკრებები საგებლობენ განსაკუთრებული ფუნქციით - "ომის ბურუსი". ეს ნიშნავს იმას, რომ მატჩის დაწყებამდე დარჩენილი ბოლო 8 საათის მანძილზე, ეროვნული გუნდების შესახებ არსებული მნიშვნელოვანი მონაცემები საზოგადოებისთვის უხილავი იქნება. გუნდის განწყობა, თავდაჯერებულობა, ფეხბურთელები და ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი საიტზე არ გამოჩნდება. ამის მიზეზი არის მწვრთნელებისთვის უკეთესი მოსამზადებელი პირობების შექმნა, რათა მათ თავისუფლად შეძლონ მატჩის დაგეგმვა სხვების დაკვირვების გარეშე.

 
Server 071