ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ფეხბურთელები

ეროვნულ მწვრთნელს ნაკრებში შეუძლია შესაბამისი ქვეყნის ნებისმიერი ფეხბურთელის აყვანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თუ ის აქტიურ გუნდში თამაშობს, რომელსაც ჰყავს პატრონი.

ეროვნულ გუნდში შეიძლება იყოს ერთდროულად მხოლოდ 26 ფეხბურთელი. როცა ამ ზღვარს მიაღწევთ, ახალი ფეხბურთელის ასაყვანად ჯერ სხვა ვინმე უნდა გაათავისუფლოთ ნაკრებიდან. როცა რომელიმე ფეხბურთელს ათავისუფლებთ, გუნდის განწყობა ასე თუ ისე იკლებს. ამის გარდა ფეხბურთელების განთავისუფლებასა და აყვანას სხვა გავლენა არაფერზე გააჩნია.

ეროვნულ მწვთნელებს ნაკრების ფეხბურთელების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ისევე როგორც თქვენ – თქვენი კლუბის ფეხბურთელების შესახებ. როცა ფეხბურთელი მიდის ნაკრებიდან (ან მწვრთნელი ტოვებს თანამდებობას), ეროვნულ მწვრთნელს ხსენებულ ინფორმაციაზე წვდომა აღარ აქვს.

რასაკვირველია, მწვრთნელებს ფეხბურთელების პატრონების მითითებებიც ეხმარება საუკეთესო ფეხბურთელების არჩევაში. ამისათვის ასევე გამოიყენება მატჩებში მიღებული ვარსკვლავები და მხარდამჭერის სტატისტიკა. საზღვარგარეთ ფეხბურთელების ძებნა და თვალყურის დევნება შეიძლება ძნელი იყოს ნაკრების მწვრთნელისთვის, ამიტომ მას შეიძლება ასისტენტების აყვანა დასჭირდეს.

 
Server 070