ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

დამატებითი კლუბი

როგორც პლატინუმ და ბრილიანტის მხარდამჭერის მქონეს თქვენ შეგიძიათ უხელმძღვანელოთ დამატებით გუნდსაც. თქვენ ხელმძღვანელობთ დამატებით კლუბს ინდივიდუალურად, ისე როგორც ხელმძღვანელობდით თავდაპირველად ძირითად გუნდს, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ კლუბში თქვენ გეყოლებათ დამოუკიდებელი ფეხბურთელები, არენა, ფინანსები, ახალგაზრდული გუნდი და ა.შ.

დამატებითი კლუბის შექმნა

დამატებითი გუნდის აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. დამატებით კლუბს შეუძლია მოანწილეობა მიიღოს იმ ქვეყნის ჩემპიონატშიც, რომელშიც ძირითადი გუნდი თამაშობს, ისევე როგორც სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თუ რა თქმა უნდა იქნება თავისუფალი ადგილები.

თქვენი დამატებითი კლუბის საწყისი კაპიტალი იგივეა რაც ძირითადი გუნდის საწყისი კაპიტალი იყო თავიდან (ანუ იმდენივე, რამდენიც თავდაპირველად შექმნილი ძირითადი კლუბის კაპიტალი), მაგრამ თქვენ არ მოგიწევთ მენეჯერის ლიცენზიის აღება.

ძირითადი წესები

თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთი ან ორი დამატებითი კლუბის მფლობელი.

თქვენ ვერ შეძლებთ ტრანსფერების განხორციელებას საკუთარ კლუბებს შორის. თქვენი გუნდებისთვის ასევე შეუძლებელი იქნება ისეთი ფეხბურთელის ყიდვა, რომლის ტრანსფერის შედეგადაც თქვენს მფლობელობაში მყოფ სხვა კლუბს დაერიცხება "მშობელი კლუბის" ან "წინა კლუბის" წილის სახით მისაღები თანხები.

დამატებითი კლუბი იმავე ლიგაში

თქვენს ძირითად და დამატებით კლუბს არ შეეძლებათ ერთი და იგივე დივიზიონში თამაში. ისინი ვერ შეხვდებიან ერთმანეთს საკვალიფიკაციო მატჩებში და ვერც თასის გათამაშებაში (გარდა ფინალისა). ორივე გუნდს შეუძლიათ ერთი და იგივე დონის დივიზიონში თამაში, მაგრამ ისინი უნდა მოხვდნენ სხვადასხვა დივიზიონებში.

თუ ერთი მენეჯერის ორ გუნდს უწევს უმაღლეს ლიგაში თამაში, მაშინ იქ დარჩება მხოლოდ ის, რომელმაც საგზური პირველად მიიღო. მეორე გუნდის ნაცვლად კი აღნიშნულ დივიზიონში ისევ ის გუნდი შეინარჩუნებს პოზიციას, რომელიც დაბლოკილი გუნდისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად უნდა დაქვეითებულიყო.

თუ თქვენი ორივე კლუბი ერთდროულად მოიპოვებს უმაღლესი ლიგის საგზურს, მაშინ დაწინაურებას შეძლებს მხოლოდ ძირითადი გუნდი.

დამატებითი კლუბი სხვა ქვეყანაში

რაოდენობა თავისუფალი ადგილებისა, სხვა ქვეყნის დამატებითი გუნდებისათვის, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდია ამ ქვეყნის ჩემპიონატი და უკვე რამდენი მომხმარებელი თამაშობს იქ.

ყველა ქვეყანაში, კლუბების საერთო რაოდენობის მინიმუმ 50% დარეზერვირებულია ლოკალური მომხმარებლებისათვის. ამირგად 168 კლუბიან ლიგაში, მინიმუმ 84 ადგილი განკუთვნილია ამ ქვეყნის მომხმარებელთა კლუბებისათვის (და დანარჩენი 84 შეუძლიათ დაიკავონ სხვა ქვეყნის ან ამავე ქვეყნის მომხმარებლებმა), მაგრამ თუ ლიგაში 90% ადგილებისა უკვე დაკავებულია - მაშინ დანარჩენი სლოტები მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისათვის იქნება შენახული.

შეიცვალეთ დივიზიონი, შეცვლის ფანჯრიდან

თქვენ შეგიძლიათ დამატებით კლუბს შეუცვალოთ დივიზიონი (როდესაც დივიზიონის დონიდან გამომდინარე ეს შესაძებელია) სეზონთა შორის შესვენების დროს, მაგრამ ვერ შეძლებთ მის გადაყვანას იმ დივიზიონში სადაც თქვენი ძირითადი გუნდი თამაშობს.

დროშები

დროშების კოლექციას კლუბები აგროვებენ ცალ-ცალკე, დამატებით გუნდს აქვს დროშების საკუთარი კოლექცია.

დამატებით გუნდებთან თამაშისას, დროაშების კოლექცია ისევე ივსება, როგორც ძირითად გუნდთან თამაშისას.

მიღწევები

მიღწევები, რომლებიც განკუთვნილია მენეჯერეისათვის, საერთოა ორივე კლუბისათვის (და არ არის საჭირო თითოეული კლუბით იგივეს გამეორება)

არჩევნებში ხმის მიცემა

თუ გყავთ დამატებითი გუნდი სხვა ქვეყნის ლიგაში(გარდა "Hattrick International"-ისა) იქ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პირველად შეძლებთ გუნდის დაარსებიდან ორი სეზონის შემდეგ, ხოლო 10 სეზონში გექნებათ სტაჟიანი მომხმარებლის სტატუსით ხმის მიცემის უფლება.

გაკოტრება

თუ გაბანკროტდება თქვენი ძირითადი კლუბი, მაშინ თქვენ დაკარგავთ წვდომას დამატებით კლუბზეც.

თუ გაბანკროტდა თქვენი დამატებითი კლუბი, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი დამატებითი კლუბის შენება, მას შემდეგ რაც გავა 16 კვირა პირველად აღებული დამატებითი კლუბის შექმნიდან (ანუ თუ თქვენ პირველად დამატებითი კლუბი აიღეთ 16 კვირაზე მეტი ხნის წინ, მაშინ ბანკროტის შემთხვევაში მაშინვე შეგიძლიათ ახალი დამატებითი კლუბის აღება)

დამატებითი გუნდის გაჩერება

თქვენ შეგიძლიათ დახუროთ თქვენი დამატებითი კლუბი ნებისმიერ დროს. მაგარმ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მაშინ უნდა მოითმინოთ 16 კვირა (პირველად დამატებითი კლუბის შექმნის თარიღიდან დაწყებული), მანამ სანამ მოგეცემათ შესაძლებლობა კვლავ შექმნათ ახალი დამატებითი კლუბი. გაითვალისწინეთ, რომ არ შეგეძლებათ დამატებით კლუბის დახურვა მანამ სანამ ერთი ფეხბურთელი მაინც იქნება ტრანსფერზე.

ვადაგასული პლატინუმი / ბრილიანტი მხარდამჭერი

თუ თქვენს პლატინის ან ბრილიანტის მხარდამჭერს ვადა გაუვა, თქვენ კიდევ იქნებით დამატებითი კლუბის მენეჯერი 1 კვირის განმავლობაში, მაგრამ ამ 1 კვირის გასვლის შემდეგ ვერ შეძლებთ მის მართვას. 7 კვირის შემდეგ კი სისტემა გაგითიშავთ დამატებით კლუბს. თუ განაახლებთ პლატინის მხარდამჭერს ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ კვლავ მიიღებთ დამატებითი კლუბის მართვის შესაძლებლობას. მაგრამ თუ არ განაახლებთ, კლუბი გახდება უპატრონო და მასზე წვდომას ვეღარასოდეს დაიბრუნებთ.

 
 
Server 080