ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

მატჩი: სტანდარტულები და სპეციალური შემთხვევები

მატჩების ამ თავში ჩვენ უფრო ჩავუღრმავდებით ორ დეტალს: როგორ გაგაქვთ გოლი სტანდარტული დარტყმებიდან და რა სარგებელი გაქვთ „სპეციალური შემთხვევებიდან“. (და კიდევ დამატებით თვისებებს მატჩისა).

სტანდარტულები

ზოგიერთი თქვენი შეტევა სტანდარტულ დარტყმებს მოგიტანთ. როგორც რეალურ ფეხბურთში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტულების კარგად გამოყენება. არსებობს ორი ტიპის სტანდარტულები, პირდაპირი და არაპირდაპირი.

პირდაპირი სტანდარტულები

პირდაპირ სტანდარტულებში ითვლება თერთმეტმეტრიანები და პირდაპირი საჯარიმო დარტყმები. გოლის გასატანად საჭიროა თქვენმა სტანდარტული დარტყმის შემსრულებელმა მოწინააღმდეგის მეკარეს აჯობოს. თქვენი მეკარე პირდაპირი სტანდარტული დარტყმებისგან თავის დასაცავად დამატებით გამოიყენებს სტანდარტულების უნარსაც, თუმცა ის არ შეიძლება იყოს თქვენი სტანდარტული დარტყმების შემსრულებელი.

არაპირდაპირი სტანდარტულები

თქვენი სტანდარტული დარტყმების დაახლოებით ერთი მესამედი არაპირდაპირი სტანდარტულები იქნება. არაპირდაპირ სტანდარტულებში შედის არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმები და გუნდის ერთობლივი ძალით მიღწეული წარმატებები. შეტევისას თქვენ იყენებთ თქვენი მინდვრის ფეხბურთელების საშუალო სტანდარტულებისა და თავდასხმის უნარს და, დამატებით, სტანდარტული დარტყმების შემსრულებლის სტანდარტულების უნარს. თავდაცვისათვის თქვენ იყენებთ მინდვრის ფეხბურთების საშუალო დაცვისა და სტანდარტულების უნარს, ამას დამატებული, თქვენი მეკარის სტანდარტულებისა და მეკარეობის უნარს.

სპეციალური შემთხვევები

ჩვეულებრივი შეტევების გარდა მატჩის დროს შეიძლება "სპეციალური შემთხვევებიც" მოხდეს. სპეციალური შემთხვევები დამოკიდებულია ფეხბურთელთა თვისებებზე, კერძოდ, მათ სპეციალობებზე, რაც თავისდაუნებურად სტრატეგიული დაგეგმვის საშუალებას გაძლევთ, რათა გონივრულად დააბალანსოთ თქვენი გუნდის შემადგენლობა ფეხბურთელების სპეციალობების გათვალისწინებით.

არსებობს სპეციალური შემთხვევების ორი ტიპი, გუნდური და ინდივიდუალური. გუნდური სპეციალური მომენტის მიღების ალბათობა დამოკიდებულია ბურთის ფლობის მაჩვენებელზე (თუ თქვენი გუნდის ბურთის ფლობა შეადგენს 55%-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ექნება გუნდური სპეციალური მომენტის მიღების 55%-იანი შანსი).

ინდივიდუალური მომენტების განაწილების ალბათობა დამოკიდებულია მოედანზე არსებული ფეხბურთელების სპეციალობებზე. თუ თქვენ გეყოლებათ სპეციალობის მქონე ბევრი ფეხბურთელი, ამან შეიძლება უპირატესობა მოგიტანოთ, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, თქვენ სწორად უნდა შეურჩიოთ სპეციალობა სხვა და სხვა პოზიციის ფეხბურთელებს, რათა თქვენი გუნდისთვის შესაძლებელი გახდეს შესაბამისი სპეციალური მომენტის მიღება.

ყოველი ახალი სპეციალური მომენტის წარმოშობის შემდეგ, სულ უფრო მეტად მცირდება იმის შანსი, რომ დარჩენილ დროში ძრავის მიერ იგივე ტიპის სპეციალური შემთხვევა დაგენერირდეს.

ამინდის პირობები

ზოგიერთი სპეციალობები უკეთესად ერგებიან გარკვეული ტიპის ამინდს. ამინდის გავლენა თამაშის დასაწყისიდანვე ერთდროულად ისახება ყველა ფეხბურთელზე.

ტექნიკური ფეხბურთელები 5%-ს იმატებენ ყველა სქილებში მზეზე, მაგრამ წვიმის დროს იკლებენ იგივე პროცენტს.

ძლიერი ფეხბურთელები 5%-ს იმატებენ წვიმისას, ხოლო მზიან ამინდში 5%-ით ზარალდებიან.

სწრაფი ფეხბურთელები 5%-ს კარგავენ წვიმაში და მზეზე.

როდესაც ამინდი ზეგავლენას მოახდენს ფეხბურთელებზე, ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მატჩის რეპორტაჟში, რაც ასევე ზემოქმედებულ ფეხბურთელთა თამაშის ხარისხზე და შესაბამისად ვარსკვლავურ რეიტინგებზეც აისახება.

საგოლე მომენტები

სპეციალობებმა (და ფეხბურთელთა სხვა თვისებებმა) შეიძლება დამატებითი შანსები მოგიტანოთ. ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელი, რომელმაც შეტევა უნდა დააგვირგვინოს (უფრო ხშირად, ეს თავად ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელიც ამ შანსს ქმნის), გოლის გასატანად თავდასხმის სათანადო მაჩვენებელსაც საჭიროებს.

გამოუცნობ ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგად გამოიყენონ პასის უნარი და გააკეთონ მოულოდნელი გრძელი პასები თუ ისინი თამაშობენ მეკარის, ცენტრალური მცველის ან განაპირა მცველის პოზიციაზე. მათ ასევე შეეძლებათ გამოიყენონ თავდასხმის უნარი მოწინააღმდეგე ფეხბურთელების პასების ჩასაჭრელად, როდესაც ისინი ითამაშებენ ცენტრალურ ნახევარმცველად, გარემარბად, ან თავდამსხმელად. მათმა გამოუცნობმა თამაშმა ასევე შეიძლება მოულოდნელი საგოლე მომენტები შექმნას თქვენი გუნდის სასარგებლოდ. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, გამოუცნობ ცენტრალურ ნახევარმცველს ან მცველს რაც უფრო დაბალი დაცვის უნარი აქვს, მით დიდია რისკი იმისა, რომ მან შეიძლება ისეთი მოულოდნელი შეცდომა დაუშვას, რომ საგოლე მომენტი შეუქმნას მოწინააღმდეგეს. ასევე, თუ თქვენს გამოუცნობ გარემარბს ან ფორვარდს დაბალი პასის უნარი აქვს, მან შეიძლება არეულობა გამოიწვიოს საკუთარი გუნდის დაცვაში და მოულოდნელად გახდეს ავტოგოლის ავტორი.

სწრაფმა გარემარბებმა, ცენტრალურმა ნახევარმცველებმა და თავდამსხმელებმა შეიძლება თავიანთი სისწრაფის წყალობით საგოლე მომენტი შექმნან. ასეთი მომენტების გოლად გარდასახვას შეიძლება ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგის დაცვით პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა (ცენტრალურმა ან ფლანგის მცველმა), რომელიც ასევე სწრაფია. დამატებით, თქვენს გუნდში მოთამაშე ყოველ სწრაფ გარემარბს, ცენტრალურ ნახევარმცველს და თავდამსხმელს შეეძლება თქვენი გუნდის კონტრ-შეტევითი ტაქტიკის უნარის გაზრდა. მაგრამ მოწინააღმდეგეს მაინც ექნება ამ ბონუსის შემცირების შანსი, თუ მას ეყოლება სწრაფი სპეციალობის მქონე ცენტრალური ნახევარმცველები, ან ფლანგის და ცენტრალური მცველები (ანულირება შეეხება მხოლოდ დამატებით ბონუსს და არა საბაზისო ტაქტიკის უნარს).

ტექნიკურ გარემარბებს, ცენტრალურ ნახევარმცველებს და თავდამსხმელებს შეუძლიათ მომენტების შექმნა თუ მოწინააღმდეგის მცველი ან ცენტრალური ნახევარმცველი თავით თამაშის ოსტატია (აუცილებელი არ არის, რომ მეტოქის თავისტი მოთამაშე ზუსტად თქვენი ტექნიკური ფეხბურთელის მოპირდაპირე პოზიციაზე თამაშობდეს). ასევე, თქვენი გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე ყოველი ტექნიკური მცველი მოგცემთ მცირე შანსს, რომ მოწინააღმდეგის რეგულარული მომენტის ჩაშლისას თქვენმა გუნდმა არა-ტაქტიკური კონტრ შეტევა წამოიწყოს (რაც უფრო მაღალი იქნება ტექნიკური მცველების პასის უნარი, მით უფრო გაიზრდება ამის შანსი).

გარემარბებს, რომელთაც შესაბამისი დონის ფლანგის უნარით აქვთ, შეუძლიათ საგოლე მომენტების შექმნა, რაც სხვა გარემარბმა, ნახევარმცველმა ან თავდამსხმელმა უნდა დაასრულოს. თუ გადაცემის მიმღებ ფეხბურთელს თავდასხმის მაღალი უნარი გააჩნია, მას გოლის გატანის უკეთესი შანსი ექნება. ასევე, თუ ის თავით თამაშის სპეციალისტია, შეტევის დაგვირგვინება მისთვის კიდევ უფრო გაადვილდება.

კუთხური: კუთხური დარტყმიდან გოლის გასატანად, პირველ რიგში მის მომწოდებელს უნდა ჰქონდეს საკმარისი სტანდარტულების უნარი, ხოლო შემდგომ თქვენი გუნდის "არაპირდაპირი სტანდარტების შეტევითი უნარი" შეუდარდება მოწინააღმდეგის "არაპირდაპირი სტანდარტების დაცვით უნარს" და თუ თქვენი გუნდის უნარი ამ მხრივ საკმარისად მაღალი იქნება, თქვენ გექნებათ კარგი შანსი გოლის გასატანად. კუთხურებთან დაკავშირებით არსებობს ორი სახის შემთხვევა. პირველ მათგანში მნიშვნელობა ენიჭება თავისტი ფეხბურთელების რაოდენობას, როგორც თქვენს ისე მოწინააღმდეგის გუნდში. თუ თქვენი თავისტი ფეხბურთელები (სტანდარტულების შემსრულებელი მათ შორის არ ითვლება) გადააჭარბებენ მოწინააღმდეგისას, თქვენ გექნებათ უკეთესი შანსები გოლის გასატანად. თუ გუნდში არ იყოლიებთ არცერთ თავისტ მოთამაშეს, თქვენ სუსტი იქნებით მოწინააღმდეგის კუთხურების დროს თავდაცვისას და გაგიჭირდებათ საკუთარი კუთხურების რეალიზებაც. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ამ დროს პასის მიმღებს გოლის გატანაში უბრალოდ თავდასხმის უნარი შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი თავდასხმის უნარის მქონე ფეხბურთელს გოლის გატანის მეტი შანსი ექნება. გახსოვდეთ, რომ კუთხურებს შეუძლიათ ყვითელი ბარათების გამოწვევა შემტევი გუნდის მოთამაშეების მისამართით. სწორედ ამის გამო, თუ თქვენი რომელიმე მოთამაშე მანამდე გაფრთხილებული იქნება, იგი უფრო ფრთხილად ითამაშებს და ამ დროს განმეორებითი ბარათის მიღების შანსი მისთვის ნაკლები იქნება.

გამოცდილება: გამოცდილ გარემარბებსა და თავდამსხმელებს გოლის გატანა თავიანთი გამოცდილების ხარჯზე შეუძლიათ. გამოუცდელი მცველები და ნახევარმცველები კი მოწინააღმდეგეს გოლის გატანის უფრო მეტ შანსს აძლევენ.

დაღლილობა: დაღლილმა დაცვითი ტაქტიკის ფეხბურთელებმა (მცველებმა და ნახევარმცველებმა) შეიძლება შეცდომა დაუშვან. თუ მოწინააღმდეგის თავდამსხმელიც დაღლილი არაა, ამან შეიძლება მას გოლის გატანის შანსი მისცეს.

სხვა სახის დამატებითი სამატჩო შემთხვევები.

მატჩის მიმდინარეობისას ასევე შესაძლებელია წარმოგექმნათ სხვა და სხვა სახის დამატებითი შანსები, რაც დამოკიდებული არ არის ნახევარდაცვის სიძლიერეზე, ანუ მოედნის ცენტრში დომინირებით ასეთი შანსების მიღების ალბათობა არ იზრდება.

კონტრ-შეტევა: თუნდაც თქვენ არ იყენებდეთ კონტრ-შეტევების ტაქტიკას, თქვენმა გუნდმა იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა მიმართოს მას. ამ "ტაქტიკისაგან დამოუკიდებელი" შანსის მისაღებად არ არის აუცილებელი, რომ თქვენმა გუნდმა დათმოს ბურთის ფლობა (რაც ტაქტიკაზე დამოკიდებული კონტრ-შეტევითი შანსების მისაღებად აუცილებელია). გაეცანით ტაქიკების თავს, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია კონტრ-შეტევითი ტაქტიკის შესახებ.

შორეული დარტყმები: მაშინაც კი, როდესაც თქვენ არ იყენებთ ამ ტაქტიკას, არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ თქვენი გუნდი ზოგერ მაინც მიიღებს საგოლე მომენტს შორეული დარტყმის საშუალებით. წაიკითხეთ ტაქტიკების შესახებ ქვეთავი, შორეულ დარტყმების ტაქტკის თაობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად.

ძლიერი დაცვითი ნახევარმცველი (იგივე "ჩამშლელი ნახევარმცველი"). თუ ათამაშებთ თქვენს ძლიერ ცენტრალურ ნახევარმცველს დაცვითი ორიენტაციით, ეს მას მისცემს მეტოქის შეტევების ჩაშლასა და ბურთის მოპოვებაზე მუშაობის საშუალებას. თუ მისი მცდელობები წარმატებული აღმოჩნდება ის ჩაშლის მოწინააღმდეგის მწვავე იერიშებს. სამუშაოს წარმატებით შესასრულებად მას დასჭირდება მაღალი დონის დაცვისა და გამძლეობის უნარები.

ძლიერი ჩვეულებრივი თავდამსხმელი (იგივე "მძლავრი თავდამსხმელი"). გაბარიტები მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ჩვეულებრივი ორიენტაციით მოთამაშე გოლიათი თავდამსხმელი გეყოლებათ, მან შესაძლოა საჭირო დროს გამოიყენოს თავისი უპირატესობა, ტანის ჩადგმით მოიპოვოს სივრცე მეტოქის საჯარიმოში და როდესაც თქვენი გუნდის ნორმალური შეტევის პირველი ფაზა წარუმატებლად დასრულდება, ძლიერ ფორვარდს ექნება შანსი დამატებაზე თამაშით გაიტანოს თავისი გოლი. ამ ყველაფრისათვის კი მას დასჭირდება შესაბამისი დონის ნახევარდაცვისა და თავდასხმის უნარები. გახსოვდეთ, რომ მსგავსი ძალისმიერი ორთაბრძოლისას თქვენს ფორვარდს შესაძლოა ყვითელი ბარათიც მისცენ! სწორედ ამის გამო, თუ თქვენი მოთამაშე მანამდე გაფრთხილებული იქნება, იგი უფრო ფრთხილად ითამაშებს და ნაკლებ აგრესიას გამოამჟღავნებს მოწინააღმდეგის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას.

თუ თქვენ მოედანზე გამოიყვანთ ორ ან მეტ ერთმანეთის მსგავსი ტიპის ფეხბურთელს (ერთნაირი სპეციალობისა და პოზიციის) თქვენ მიიღებთ სიმჭიდროვის უკუეფექტს. ეს შეზღუდვა ეხებათ ტექნიკურ დაცვით თავდამსხმელებს, ძლიერ ჩვეულებრივ თავდამსხმელებს და ძლიერ დაცვით ცენტრალურ ნახევარმცველებს. თუ ერთდროულად ათამაშებთ ორ ერთმანეთის მსგავს ფეხბურთელს, მათი უნარების კონტრიბუცია შემცირდება 4%-ით. ხოლო თუ სამს გამოიყვანთ, აღნიშნული ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება 7.5%-მდე.

 
 
Server 081